“ყოველთვის ითვლება რომ პოლიცია არის მასკულინური სამსახური. ჩემს შემთხვევაში მე გამიმართლა, რომ 3 ქვეყნის პოლიციის რეფორმაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ჩემთვის გამორჩეულია კრიმინალური იუსტიციის რეფორმაზე მუშაობა, მათ შორის პოლიციის აკადემია როდესაც შევქმენით საწყისიდან, არაფერი პრაქტიკულად არ იყო. პოლიციას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს დღეს. პირდაპირ ვაღიაროთ რომ , პოლიციური ღირსება აღარ არსებობს, იმიტომ რომ ქვეყანაში სხვა ფაქტორები და ამოცანები განუსაზღვრა პოლიციას მმართველმა გუნდმა. უკრაინაში ეროვნული პოლიცია როდესაც შევქმენით , მილიცია გადავაკეთეთ პოლიციად 130000 კაცი იყო ჩემს დაქვემდებარებაში”-ხატია დეკანოიძე
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.