აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აღმასრულებელ განკარგულებას პოლიციის რეფორმის შესახებ ხელი მოაწერა. ბრძანება ითვალისწინებს სამართალდამცავების მიერ არასათანადო ქმედებების აღრიცხვას და მათი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას.
პრეზიდენტმა, თეთრ სახლში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ განკარგულების თანახმად, პოლიციელებს „მახრჩობელა ილეთების“ გამოყენება ეკრძალებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პოლიციის ოფიცრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„ამერიკელებმა იციან სიმართლე: პოლიციის გარეშე ქაოსი იქნება, კანონის გარეშე – ანარქია, უსაფრთხოების გარეშე კი კატასტროფა” , – განაცხადა ტრამპმა.