LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ალეკო ელისაშვილი  და ლევან იოსელიანი არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს ხვდებიან

პოლიტიკური კრიზისი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ამყოფებს ქვეყანას – ალეკო ელისაშვილი

დაპოსტა 2021/02/22-ში
A A
34
ნახვა
გაზიარება

ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები არ მიუთითებს, რომ რაიმე კომპრომისზე წასვლას აპირებს პრემიერ – მინისტრობის კანდიდატი, რომელიც რამდენიმე საათში დიდი ალბათობით პრემიერ – მინისტრად დამტკიცდება,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ღარიბაშვილის განცხადებების ფონზე, რომ ნიკა მელია რამდენიმე საათში დააკავონ, ელისაშვილი აღნიშნავს, რომ არ იცის, რამდენ საათში შეიძლება ეს მოხდეს, თუმცა, მიაჩნია, რომ ღარიბაშვილი განაგრძობს სიძულვილის ენით საუბარს, რაც ამ ქვეყნისთვის კარგი არ არის. ელისაშვილი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზეც მოუთითებს.

„ჩვენ მხოლოდ ორი ხმა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ორნი არ დავუჭრთ ამ მთავრობას მხარს, პირველ რიგში ღარიბაშვილის გამო. ამ ვითარებაში, როცა ქვეყანა ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის იგლიჯება, „ქართულ ოცნებას” უნდა წარმოედგინა ისეთი კანდიდატი, რომელიც შეძლებდა გონივრული ნაბიჯების გადადგმას, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და ხალხის რეალურ პრობლემებზე ფიქრს. ღარიბაშვილი 180 გრადუსით ამის საპირისპიროა, ის არის ძალიან კონფრონტაციული, რადიკალური. მიაჩნია, რომ მთავარი არის გულწრფელად სძულდეს ოპოზიცია, ეს პირიქით, უფრო დაამძიმებს ვითარებას. პოლიტიკური კრიზისი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ამყოფებს ქვეყანას და ამ ვითარებაში „ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში ღარიბაშვილის რიტორიკა არის სახიფათო, წარმოდგენაც კი არ მინდა როგორ შეიძლება ასეთი რიტორიკით და ქმედებებით განვითარდეს მოვლენები. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ყველას დანაშაულია, რომ მეხუთე რაუნდი ჰაერში გამოეკიდა,”- აღნიშნავს ელისაშვილი.

მან ასევე ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ არ შედგა „მოქალაქეების” შეხვედრა ცალკე პრემიერ- მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის ფორმატით.

„ცალკე არ შევხვდით, რადგან სხდომათა დარბაზში გვექნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა, ხოლო მინისტრობის დანარჩენ კანდიდატებს რაც შეეხება, გუშინ ვესწრებოდი ორი კომიტეტის სხდომას, სადაც მინისტრობის 6 კანდიდატი იყო წარმოდგენილი და შთაბჭდილება როგორც პრემიერ- მინისტრობის კანდიდატზე, ასევე ასევე ზოგადად მთავრობის შემადგენლობაზე გვაქვს, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ არ იყო მიზანშეწონილი ცალკე შეხვედრა,”- განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

კრემლი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
“დიდი ბრიტანეთი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ძალისხმევას აძლიერებს”-რუსეთის საგარეო დაზვერვა
მთავარი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. რუსული მხარის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა პეზეშკიანს ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი...

დაწვრილებითDetails

ეს არის პასუხი მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე – ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
ეს არის პასუხი მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე – ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი
მთავარი

დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს პასუხს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე, - ასე ეხმაურება ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში ჰენა ვირკუნენი ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი...

დაწვრილებითDetails

ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს – კაია კალასი

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი – კაია კალასი
მთავარი

თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი ქართული...

დაწვრილებითDetails

კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომების გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე – ევროკომისია დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროკომისიის მიერ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ძალაში დღეს შევა და 12 თვის განმავლობაში, 2027 წლის 6 მარტამდე გაგრძელდება. ამასთან, როგორც ევროკომისია განმარტავს, თუ საქართველოს ხელისუფლება მმართველობასა და კანონის...

დაწვრილებითDetails

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
იტალია 500 000 სამუშაო ვიზას გასცემს
მთავარი

ევროკომისია დღეს ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. „ახლა მათ მოეთხოვებათ ვიზა ოფიციალური მიზნებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ირანი შესაძლოა ისრაელს თავს დაესხას
მთავარი

ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე - ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს...

დაწვრილებითDetails

“არავის ეპატიება განცხადება, რომელიც საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოა “- გურამ მაჭარაშვილი თინა ხიდაშელის განცხადებაზე

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
ამით, პრაქტიკულად, ამხილა გახარია, რომ ის არის “ნაცმოძრაობის” შემადგენელი ნაწილი – გურამ მაჭარაშვილი ნათია მეზვრიშვილზე
მთავარი

არავის ეპატიება ასეთი ტიპის განცხადება, რომელიც შენი ქვეყნის საწინააღმდეგოა და მით უმეტეს, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყავი, ხელისუფლებაში იყავი, პარლამენტის წევრი იყავი, თანამდებობები გეკავა და საიდუმლო ინფორმაციებს ფლობ, - ამის შესახებ „ხალხის...

დაწვრილებითDetails

“კუბაც დაეცემა” – დონალდ ტრამპი

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ
მთავარი

კუბაც დაეცემა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, „ხალხს ძალიან მოსწონს ის, რაც ხდება“ და ირანის მთავრობა უკანასკნელი არ იქნება, რომელიც დაეცემა. „ჩვენ მათ...

დაწვრილებითDetails

“ირანი შეთანხმების დადებას ითხოვს, მაგრამ ცოტა დაიგვიანეს”- ტრამპი

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას გააუქმებს
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს შეთანხმების დადება სურს, მაგრამ უკვე გვიანია. „ისინი რეკავენ და მეკითხებიან: „როგორ დავდოთ შეთანხმება? მე ვუთხარი: „ცოტა დაგაგვიანდათ“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა : „ახლა ჩვენ უფრო...

დაწვრილებითDetails

საქართველოში იმყოფება აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე – ვახტანგ კაპანაძე

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
პიროტექნიკის სროლა კი არა, ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო – ვახტანგ კაპანაძე
მთავარი

ვუშვებ შესაძლებლობას საქართველოში იმყოფება აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე ირანის შეიარაღებული ძალებისთვის, ირანის ხელისუფლებისთვის, - ასე პასუხობს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შეკითხვას, უშვებთ თუ არა იმას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"