პირს, რომელიც 15 წლის თინი ჭუმბურიძეს უთვალთვალებდა და ემუქრებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი ორი მუხლით წარუდგინა. – ინფორმაციას “ექსპრესნიუსს” ავრცელებს.
“2020 წლის 7 ივნისს, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება რ. ნ-ს მიერ თ. ჭ.-ს მიმართ სავარაუდო მუქარის განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღნიშნულის შემდეგ ინტენსიურად ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის საფუძველზეც, 2020 წლის 17 ივნისს, რ. ნ. -ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა (მუქარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ადევნება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).
15 წლის თინი ჭუმბურიძის მამამ ფინანსისტმა ვახო ჭუმბურიძემ, ვრცელი სტატუსი დაწერა, სადაც სრულწლოვანი ახალზარდის მიერ, შვილის ადევნების და მორალური ტერორის შესახებ ისაუბრა.
“რაც შეეხება პოლიციას და გამომძიებლებს, ვერ დავმალავ რამდენად გულთან ახლოს მიიღეს ეს საკითხი და ნამდვილად წუხდნენ გამოძიების მიმდინარეობის დროს-მადლობა ამისთვის”, – დაწერა ვახო ჭუმბურიძემ.
“ექსპრესნიუსის” ინფორმაციით, საქმე პროკურატურას გადაეცა. დღეს კი პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების მსჯელობაზე მიმართავს.