მინდა ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე, როდესაც თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ცოტა სიცხე გაქვთ, გიჭირთ სუნთქვა, მაშინვე, პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ზე, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ 112-ში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
„ტელემედიცინა არის ის შესაძლებლობა, რომელიც სიმპტომების გაჩენისთანავე აძლევს მოქალაქეს საშუალებას მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ მიმართოს სტაციონარს. და თუ მიმართავს ცხელების ცენტრს, მაშინვე ჩაუტარდება ტესტი და გაირკვევა, ეს არის COVID 19 თუ ეს არის სხვა რამ და აქედან უკვე გადანაწილდება სტაციონარებში. ეს გვაძლევს საშუალებას ის 9 სტაციონარი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილია დღეს COVID 19-ის საწინააღმდეგოდ საბრძოლველად, იყოს ზუსტად, მიზნობრივად დატვირთული. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.