ასე მოქალაქეები ქუთაისში სამარშუტო ტაქსებით გადაადგილების აკრძალვის შემდეგ შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ. განასაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იმ უბზნებშია, სადაც ავტობუსები არ დადიოდან და ახლა დაინიშნა . ახალ დანიშნული ავტობუსები დროის დიდი შუალედესებით მოძრაობენ. მოქალაქეებისათის მისაღებია მთავრობის მიერ გამოჩენილი სიფრთხილის ზომები, თუმცა ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისაგან ავტობუსების დამატებას იტოვენ. მოქალაქეები ასევე აქტიურად საუბრობენ საკვებ პროდუქტებზე მომატებულ ფასებსა და აფთიაქებში თავდაცვითი საშუალებების სიმცირეზე.
ახალციხე-ბორჯომის გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა
ახალციხე-ბორჯომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილების ინფორმაციით, სავარაუდოდ ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა. მძღოლმა მცირე დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე...








