LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა საკითხებზე გააკეთა აქცენტები სახალხო დამცველმა ანგარიშის წარდგენისას

პენიტენციურ დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში – სახალხო დამცველი

დაპოსტა 2019/12/24-ში
A A
57
ნახვა
გაზიარება

პენიტენციურ დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დეესკალაციის, სამარტოო, შიდა კლასიფიკაციის საკნების ხანგრძლივად, არამიზნობრივად დასჯის მიზნით გამოყენებაში, – ამის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.

როგორც ომბუდსმენის აპარატიდან იუწყებიან, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი ჩაატარა.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტები განხორციელდა ყველაზე დიდ ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთისა და დახურული ტიპის პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში კომპლექსურად გაანალიზდა, როგორც სისტემური ასევე, თითოეული დაწესებულებისთვის დამახასიათებელი ასპექტები.

„ვინაიდან, დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის, რაც თავის მხრივ პატიმრებს შორის ძალადობასა და ჩაგვრას განაპირობებს, მონიტორინგის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსს დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობის მასშტაბების და მისი გამოვლინებების შესწავლა წარმოადგენდა.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებები გადატვირთულია და შეიმჩნევა პერსონალის ნაკლებობა, რის გამოც ადმინისტრაციას აქვს ცდუნება, „წესრიგის შენარჩუნების“ და კონფლიქტების მოგვარების ფუნქცია არაფორმალურ მმართველებს გადააბაროს.

ის დაწესებულებები, სადაც არაფორმალური მმართველობის გავლენა მაღალია, პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება. კრიმინალური სუბკულტურა განსაკუთრებით შეიმჩნევა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც არაფორმალური მმართველები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და სხვა პატიმრებს აიძულებენ დაემორჩილონ არაფორმალურ წესებს. გამოვლინდა, რომ პატიმრები სათანადოდ არ იცნობენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს და კრიმინალური სუბკულტურის გავლენითა და რეპრესიის შიშით უარს ამბობენ საჩივრის უფლების გამოყენებაზეც.

აღსანიშნავია, რომ ცალკეული გამონაკლისების გარდა, პატიმრებს არ უსაუბრიათ ციხის თანამშრომელთა მხრიდან პატიმრებზე ფიზიკურად ძალადობის ფაქტებზე. ძირითადად, ფსიქოლოგიურ ძალადობასა და არაეთიკურ მიმართვებზე საუბრობენ.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დეესკალაციის ოთახებში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსების პრაქტიკა, რასაც სახალხო დამცველი წლებია სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად აფასებს. როგორც ვიზიტის შედეგად გაირკვა, დეესკალაციის ოთახებში პატიმრები უმეტეს შემთხვევაში მაქსიმალური ვადით (72 საათით) გადაყავთ და შესაძლოა, ერთი და იგივე პირი დეესკალაციის ოთახში ფაქტობრივად უწყვეტად იყოს მოთავსებული, წუთებისა და საათების ინტერვალებით.

დაწესებულებებში ფსიქო-სოციალური მხარდამჭერი სერვისებისა და სიტუაციის მართვის სხვა რესურსის არარსებობის გამო, ადმინისტრაცია დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივი დროით ათავსებს პატიმარს, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად მოთავსება და სათანადო ფსიქიატრიული დახმარების მიუწოდებლობა, არღვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას.

სამწუხაროა, რომ შესაბამისი სამსახურები არ ახდენენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოვლენას და დოკუმენტირებას. კერძოდ, ექიმი არ ადგენს დაზიანების შესაძლო კავშირს წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ექიმი ახდენს დაზიანებების დოკუმენტირებას შესაბამისი ფორმის მიხედვით და უგზავნის იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, გამოძიება ეფექტიანად არ მიმდინარეობს.

კვლავ არადამაკმაყოფილებელია საცხოვრებელ, სამარტოო და შიდა კლასიფიკაციის საკნებსა და საშხაპეებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. დახურულ დაწესებულებებში გამოწვევად რჩება პატიმრებისათვის 1 საათზე მეტი ხნით გასეირნების უფლების მინიჭება, რაც მძიმედ აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით კვლავ პრობლემას წარმოადგენს სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია, სამედიცინო დოკუმენტაციის სათანადო წარმოება, სამედიცინო კონფიდენციალობის დაცვა, სამედიცინო რეფერალის დროული განხორციელება და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. ამასთან, პერსონალის ნაკლებობის პირობებში რთულდება ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების მიწოდებაც.

მისასალმებელია, რომ ანგარიშის გამოქვეყნებამდე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ანგარიშში გაკეთებული შეფასებების თაობაზე. სპეციალური პენიტენციური სამსახური გარკვეულ ნაწილში იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გამიზნული აქვს დიდი პენიტენციური დაწესებულებების შედარებით მცირე დაწესებულებებად გარდაქმნა. სახალხო დამცველი დადებითად აფასებს დაწესებულებების გარდაქმნის იდეას, იმ შემთხვევაში თუ მათი მიზანი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, მსჯავრდებულის ქცევის პოზიტიური ცვლილებისკენ, რეაბილიტაციისა და შესაბამისად, საზოგადოებაში რეინტეგრაციისაკენ მიმართული სისტემის განვითარება იქნება.

პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და სხვა სახელმწიფო უწყებებმა სათანადოდ განიხილონ და გაანალიზონ ანგარიშში გადმოცემული ფაქტები და გადადგან დროული ნაბიჯები რეკომენდაციების ეფექტური იმპლემენტაციისათვის. საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ ანგარიშს ასევე გადაუგზავნის საქართველოს პარლამენტს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეგები: დანაშაულიპატიმარიციხეძალადობა
გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

პატრიარქი ილია მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო...

დაწვრილებითDetails

17 მარტის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

17 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.     ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში მზიანი დღეა....

დაწვრილებითDetails

17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი წარსულს ვერ შეცვლით, ასე რომ ნუ გამოეკიდებით დაშვებულ შეცდომებს. შეეცადეთ, იყოთ რაციონალური, გადაერთეთ აწმყოზე, შეცვალეთ ის,, თუ არ მოგწონთ გარემოებები და იფიქრეთ მომავალზე. კურო დღეს, თქვენი მონდომება და ძალისხმევა...

დაწვრილებითDetails

“ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით” – პრემიერი

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით – კობახიძე პრეზიდენტს
მთავარი

მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს, მე მაქვს ერთადერთი რამის მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს სტაბილურად განვითარებას. ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის. არც...

დაწვრილებითDetails

„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან, მაგრამ მეეჭვება, თავი დაიხსნან”- კობახიძე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

რაც შეეხება „ლელოს“, ის ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან, ეს თავის დროზე მოახერხა გახარიას პარტიამ, როცა პარლამენტში შევიდა , - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ლელოს“ მიერ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

“ეს არის კრიმინალების განცხადება” – ირაკლი კობახიძე „ოპოზიციის ალიანსის” გეგმებზე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ეს არის კრიმინალების განცხადება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსის“განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საზოგადოებას კონკრეტული ინიციატივები გააცნეს, რა მიმართულებითაც იმუშავებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, რადგან „მთლიანად...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 17 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 17 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7365, ევრო – 3.1382, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6300 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

” „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი” – კობახიძე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულმა დეპარტამენტებმა სამეგრელოსა და იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. "სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს და იმერეთის დეპარტამენტების უფლებამოსილმა პირებმა ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელმა სპორტსმენებმა პარა მკლავჭიდში შვიდი ოქროს მედალი მოიპოვეს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
ქუთაისელმა სპორტსმენებმა პარა მკლავჭიდში შვიდი ოქროს მედალი მოიპოვეს
მთავარი

ქუთაისელმა სპორტსმენებმა პარა მკლავჭიდში შვიდი ოქროს, ექვსი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. პირველი ადგილი: ვახტანგ ახობაძე 60 კგ. მარჯვენა მკლავი; გიორგი ახალაძე 55 კგ. მარჯვენა და მარცხენა მკლავი;...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"