ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით გოგო გარდაიცვალა. კლინიკის კოვიდგანყოფილებოს მენეჯერის მამია ყიფიანის ინფორმაციით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში 20 აგვისტოს, ბათუმიდან შეიყვანეს.
მისივე თქმით 36 კვირის ორსულს გადაუდებელი საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა. კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას ფილტვების 70 პროცენტი ჰქონდა დაზიანებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული. რაც შეეხება ახალშობილს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამავე თემაზე:
ვინ არის ქუთაისში კოვიდით გარდაცვლილი ორსული
საცოდავს მაშო უნდოდა დაერქვა შვილისთვის – რას ყვება ყოფილი კოვიდპაციენტი გარდაცვლილი ორსულის შესახებ