LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

ფოტო: მარიამ ნიკურაძე

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

დაპოსტა 2026/01/24-ში
A A
40
ნახვა
გაზიარება

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, – ასე ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებებს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, მოსამართლეებს, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილებები გამოიტანეს ან მომავალში გამოიტანენ, ვერასდროს ექნებათ გამართლება. ორგანიზაციის განმარტებით, მათი არგუმენტები, რომ „ასეთია კანონი“ ვერასდროს იქნება გაზიარებული, რადგან ირღვევა კონსტიტუცია და მრავალი საერთაშორისო კონვენცია, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო.

„2026 წლის 23 იანვარს, ივანიშვილის მორჩილმა სასამართლომ, პირველად თავის ისედაც არც თუ სასახელო ისტორიაში, რამდენიმე უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა. სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებს – სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას, ნუკრი კაკულიას 4-4 დღით, ხოლო მიხეილ ზაქარეიშვილს და ლუკა ნაგლიაშვილს 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ტროტუარზე დგომის გამო. გადაწყვეტილებები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მაკარაძემ და სანქცირებულმა მოსამართლეებმა – მანუჩარ ცაცუამ და ზვიად ცეკვავამ მიიღეს.

მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

აღსანიშნავია, რომ გუშინ იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლემ – თორნიკე კაპანაძემ სამოქალაქო აქტივისტი რეზი დუმბაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა პატიმრობის ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა. სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენა სასამართლომ ასევე ანი ახმეტელის (მოსამართლე ზვიად ცეკვავა) და ნათია ჭავჭანიძის (მოსამართლე მანუჩარ ცაცუა) შემთხვევებშიც.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ტროტუარზე დგომისთვის ადმინისტრაციულ სახდელად პირველ ჯერზე 15 დღემდე პატიმრობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივ სასჯელად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, “ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა პარლამენტმა 2025 წლის 10 დეკემბერს დაამტკიცა. ნიშანდობლივია, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას – შეკრების თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში ფაქტობრივად აუქმებს, ე.წ. პარლამენტმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს მიიღო.

ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე.

საქართველომ უკვე არაერთი საქმე წააგო სტრასბურგის სასამართლოში სწორედ შეკრების თავისუფლების დარღვევის გამო. მაგალითისთვის, სულ ახლახან გამოქვეყნდა ამ სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეში „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დამრღვევად იქნა ცნობილი.

მოსამართლეებს, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილებები გამოიტანეს ან მომავალში გამოიტანენ ვერასდროს ექნებათ გამართლება. მათი არგუმენტები, რომ “ასეთია კანონი“ ვერასდროს იქნება გაზიარებული, როდესაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და მრავალი საერთაშორისო კონვენცია, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო.

გარდა იმისა, რომ მათ შეეძლოთ შეეწყვიტათ საქმე სამართალდარღვევის არარსებობის გამო, ასევე შეეძლოთ საქმის განხილვა შეეჩერებინათ და შესაბამისი წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ, როგორც ამას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს. სწორედ ასე მოიქცა მათი კოლეგა ვლადიმერ ხუჭუა, რისთვისაც ის საზოგადოების პატივისცემას იმსახურებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს და კვლავაც დაიცავს ყველა იმ პირის უფლებას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სასამართლოების წინაშე, ვისი უფლებებიც, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების ჩათვლით, სახელმწიფომ უკანონოდ შელახა. მომჩივნების სურვილის შემთხვევაში, საჩივრებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევიტანთ“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

“ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა” – ირაკლი კუპრაძე

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
“ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და კრიზისს” – ირაკლი კუპრაძე
მთავარი

ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა - თუ შეეზღუდება უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ დამნაშავე პოლიტიკურ სახეებს, ეს იქნება სამართლიანი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

“ირანი მზად არის შეთანხმების დასადებად, თუმცა პირობები ჯერ საკმარისად კარგი არ არის” – ტრამპი

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მ ირანის ხარგის კუნძულზე ნავთობის ექსპორტის ცენტრს დაარტყა. ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმებმა კუნძულის დიდი ნაწილი „სრულიად გაანადგურა“ და რომ დარტყმები შემდგომშიც გაგრძელდება....

დაწვრილებითDetails

ნუცა ბუზალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
ნუცა ბუზალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სამწუხარო  ინფორმაციას ავრცელებს. ,,დიდი ტკივილით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩემი აღმზრდელი დეიდა, ჩემი მეორე დედა, ლია. პანაშვიდი გაიმართება კვირას და ორშაბათს. მისამართი: ონიაშვილის 18",- წერს მომღერალი.

დაწვრილებითDetails

შედეგები საგანგაშოა… – ზაზა თელია მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
შედეგები საგანგაშოა… – ზაზა თელია მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს
მთავარი

ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია საკვები დანამატების შესახებ წერს. „არის თუ არა დანამატების მიღება უსაფრთხო? საკვების დანამატების ბაზარი არცერთ ქვეყანაში არ რეგულირდება სახელმწიფო სტრუქტურებიდან ისე როგორც ეს ხდება მედიკამენტებთან მიმართებაში, აქედან...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, 12 მარტს გარდაიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სანაგირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი თეოდოსი (მძელური). მონაზონი თეოდოსი სანაგირის მამათა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია – ვითარება სტიქიის ზონაში

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

სტიქიიდან მეოთხე დღეს, დამეწყრილ სოფელ კურსებში მუშაობას განაგრძობენ სპეციალისტები, სწორედ მათ რეკომენდაციებს ელოდებიან ხელისუფლებაში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით. მეწყრული პროცესები აქტიურია, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდებენ დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს. უსაფრთხოების მიზნით...

დაწვრილებითDetails

ძლიერი ქარი, ზოგან თოვლი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

დღეს, 15 მარტს, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე...

დაწვრილებითDetails

ხანძრის დროს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა… – ახმეტაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
ოკრიბასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, აალება სახურავიდან დაიწყო და მეორე სართულზე გავრცელდა. ხანძრის დროს, სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც შედუღების სამუშაოებს ასრულებდა. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ...

დაწვრილებითDetails

დღეს რაგბი ევროპის ფინალში „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბი ევროპის ფინალური მატჩი მადრიდში, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაიცემა. ბორჯღალოსნების 23-კაციანი შემადგენლობა რაგბი ევროპის ფინალში,...

დაწვრილებითDetails

იტალია მოქალაქეობის მიღების წესებს ცვლის

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
იტალია მოქალაქეობის მიღების წესებს ცვლის
მთავარი

იტალიამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდოს მოქალაქეობის მიღების უფლება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიური წარმოშობის არიან, მაგრამ საზღვარგარეთ დაიბადნენ. CNN-ის ინფორმაციით, იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს მთავრობის პოზიციას 2025 წლის სადავო კანონთან დაკავშირებით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"