ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თინა ბოკუჩავა გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს გამოეხმაურა. ბოკუჩავას თქმით, მმართველი გუნდი ამ ინიციატივას მხარს იმიტომ უჭერს, რომ პოლიტიკიდან ქალები განდევნოს და პარლამენტში ადგილები “თავისი ფეოდალებისთვის” გაათავისუფლოს.
“შვილების სარჩენად დედები იძულებით ემიგრაციაში მიდიან. ამ დროს კი ივანიშვილის პარტიის წევრები მათ მძიმე ისტორიებს გამოგონილს ეძახიან, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თინა ბოკუჩავა გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს გამოეხმაურა. ბოკუჩავას თქმით, მმართველი გუნდი ამ ინიციატივას მხარს იმიტომ უჭერს, რომ პოლიტიკიდან ქალები განდევნოს და პარლამენტში ადგილები “თავისი ფეოდალებისთვის” გაათავისუფლოს.
“შვილების სარჩენად დედები იძულებით ემიგრაციაში მიდიან. ამ დროს კი ივანიშვილის პარტიის წევრები მათ მძიმე ისტორიებს გამოგონილს ეძახიან, პარლამენტში ქალების დევნის ახალ პლაცდარმს ქმნიან და პოლიტიკიდან ქალების განდევნის მიზნით, კვოტირებას აუქმებენ.
რატომ? იმიტომ, რომ ქალების ეკონომიკურ პრობლემებზე ნაკლებმა ქალმა ისაუბროს. რატომ? იმიტომ, რომ პარლამენტში ადგილები ისევ თავისი კორუმპირებული ფეოდალებისთვის გაათავისუფლონ”. – თქვა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.