პარლამენტმა 15 მაისს გამართულ კენჭისყრაზე ჩააგდო პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც ეხებოდა ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხზე დადებულ ვეტოს
საპარლამენტო უმრავლესობამ და „გირჩმა“ ერთობლივად, 87 ხმით, 1-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირეს „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თავდაპირველ ვერსიას და დაძლიეს პრეზიდენტის ვეტო
ამ გადაწყვეტილებით გაუქმდება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლი, რომელიც პარტიებს დროებით ავალდებულებდა, საპარლამენტო არჩევნების სიაში სულ მცირე, ყოველ მეოთხედ, ქალის ჩაწერას
„გირჩმა“ ქალთა კვოტირების გაუქმების სანაცვლოდ, 30 აპრილს მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი კანდიდატურის, გიორგი კალანდარიშვილის არჩევას, რომელიც ოპოზიციური პარტიის თქმით, მათთვის ისედაც მისაღები იყო