LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
84 ხმით – პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალურ კანონს მიიღებს

დაპოსტა 2025/11/19-ში
A A
18
ნახვა
გაზიარება

პარლამენტი იმ არასრულწლოვან პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებითაც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებიათ, სპეციალურ კანონს მიიღებს.

“კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ – ასე ეწოდება კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს – 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნა არ ხორციელდება, არ არსებობს ჩადენილ ქმედებაზე რეაგირებისა და ამგვარი ქმედების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი. შესაბამისად, კანონის პროექტის მიზანია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა. აგრეთვე, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესისა და პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა.

პროექტი ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით საჭირო სერვისში/პროგრამაში ჩართვას. აგრეთვე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ გადამისამართებას არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში.

პროექტის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი მულტიდარგობრივ მიდგომას დაეფუძნება, რა დროსაც არასრულწლოვნის დახმარების მიზნითა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურა იმუშავებს.

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი შეიქმნება, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის წარმმართავი და მაკოორდინირებელი ორგანო იქნება.

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემაში გაერთიანდება: ცენტრი, პროკურატურა, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გამოძიების ორგანოები, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები/სკოლები.

პროექტის გათვალისწინებით, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. კერძოდ, ეს არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართება; მისი მდგომარეობისა და ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვა ან გადამისამართება; აღნიშნულ სერვისებში/პროგრამებში არასრულწლოვნის მონაწილეობის მონიტორინგი; შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ არასრულწლოვნის მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელება; კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება.

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის პირველ ეტაპს მისი ცენტრში გადამისამართება წარმოადგენს. ცენტრში გადამისამართებას პროკურორი განახორციელებს. კერძოდ, პროკურორი არასრულწლოვანს, რომელთან მიმართებაშიც მიღებული გადაწყვეტილებით “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურდება და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებია, გადაწყვეტილების მიღებიდან 5-სამუშაო დღის ვადაში ცენტრში გადაამისამართებს.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართების შემდეგ, ცენტრი არასრულწლოვნის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებას იწყებს. აღნიშნული მიზნით ცენტრი უფლებამოსილი იქნება ინფორმაცია მიიღოს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლისგან, ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოდან ან სხვა ისეთი პირიდან და დაწესებულებიდან, რომელსაც შეიძლება მასზე ინფორმაცია გააჩნდეს.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის ან მისი საკონტაქტო ინფორმაციის დაუდგენლობის შემთხვევაში, აგრეთვე თუ კანონიერი წარმომადგენელი უარს ამბობს ცენტრთან თანამშრომლობაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს ცენტრს მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში, ცენტრის მიმართვის საფუძველზე, არასრულწლოვანს წარმომადგენელი დაენიშნება, რომელიც განახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არასრულწლოვნის სახელითა და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

გარდა ამისა, ცენტრი მოამზადებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელიც განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და საჭიროებებს. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში ცენტრის მულტიდისციპლინურ ჯგუფს წარედგინება, რომელიც ანგარიშის საფუძველზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს არასრულწლოვნის საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს/პროგრამებს, მისი შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმას და იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე.

მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე შესასრულებლად სავალდებულო იქნება. მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ ცენტრთან თანამშრომლობაზე უარი, ცენტრისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში სხვაგვარად ხელის შეშლა ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სერვისებში/პროგრამებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და 12 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე, შეიძლება გაგრძელდეს – არაუმეტეს 12 თვის ვადით.

პროექტის გათვალისწინებით, დაგეგმილია არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის და მხარდაჭერის სახლის შექმნა, რომელში გადამისამართების მიზანი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და მხარდაჭერა იქნება. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში დასაშვები იქნება 10-დან 18 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვნის გადამისამართება, რომელმაც “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება 10-დან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინა.

პროექტის მიხედვით, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება მოხდება კანონით განსაზღვრული შემდეგი საფუძვლების არსებობისას: – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებულია სახელმწიფო ზრუნვაში და ვერ ხორციელდება სერვისის/პროგრამის შესრულება; კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომართვის არსებობის შემთხვევაში; პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შემდეგ მის მიერ “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას; პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას (მიუხედავად იმისა, არასრულწლოვანი ჩართულია თუ არა სერვისში/პროგრამაში).

არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გადამისამართება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია 6-თვემდე ვადით. აღნიშნული ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისამებრ – ყოველ ჯერზე 6 თვემდე ვადით.

ამავე პროექტით, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის პერიოდში ნებისმიერ დროს, თუ არასრულწლოვნის ამ სახლში ყოფნა აუცილებელი აღარ იქნება, უფლებამოსილი პირი შესაბამისი გარემოების გამოვლენისთანავე მულტიდისციპლინური ჯგუფს მიმართავს არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი უფლებამოსილი იქნება თავისუფლად გადაადგილდეს დასახელებული სახლის ტერიტორიაზე, თუმცა გადამისამართების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი თანხმობის გარეშე, დაუშვებელი იქნება მის მიერ სახლის დატოვება.

არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი იქნება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლებით.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. „15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან...

დაწვრილებითDetails

სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

საერთოდ სხვა რეალობაა დღეს, უარესი სიტუაციაა - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე და სოფელ კურსებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მარიამ ბეროძე ერთ-ერთია იმათგან, ვის ოჯახსაც სტიქიის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია....

დაწვრილებითDetails

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს – ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევას წინ არასრულწლოვანებს შორის კამათი უძღოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება 22-ე სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო...

დაწვრილებითDetails

ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის სანქცირებულია ექვსი ქართველი რაგბისტი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

World Rugby-ისა და World Anti-Doping Agency-ის (WADA) ერთობლივი მასშტაბური გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს კაცთა ეროვნული 15-კაცა ნაკრების ექვსმა მოთამაშემ და გუნდის მხარდაჭერის პერსონალის ერთმა წევრმა ანტიდოპინგის წესები დაარღვია. გამოძიება...

დაწვრილებითDetails

“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: არის ბევრი სიახლე, ფარული მოსასმენები დაუყენებიათ ყველასთან, მათ შორის ციხეშიც, საქმე 30 ტომამდე შეივსო. თუმცა, მე ჯერ ბოლო 5...

დაწვრილებითDetails

შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით- დაკავებულია 2 პირი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან...

დაწვრილებითDetails

ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს
მთავარი

ტა­ბახ­მე­ლა­ში გუ­შინ სკო­ლის პე­და­გო­გის ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალს სა­ვა­რა­უ­დოდ, ია­რა­ღით აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ის ერთ-ერთ კერ­ძო სკო­ლის პე­და­გო­გი იყო. ად­გილ­ზე ნა­ხეს ქა­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლიც, სა­დაც მისი ცხე­და­რი იყო ნა­პოვ­ნი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქა­ლის...

დაწვრილებითDetails

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს
მთავარი

რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "პირველები" წერს, საქმეში ფიგურირებს იარაღი - ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით...

დაწვრილებითDetails

დამეწყრილი ღვერკი-ხემაღალის მოსახლეობამ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
შეერთებამდე გადის რკინიგზის ხიდის ქვეშ, შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს მოვლენები – რა ვითარებაა ხარაგაულში
მთავარი

ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში სარჩელები შეიტანეს. ინფორმაციას გამოცემა "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე, მარადი გელაშვილი ამბობს, დაზარალებულები ასაჩივრებენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026...

დაწვრილებითDetails

საწვავი კიდევ გაძვირდა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

საქართველოში საწვავის ფასი ისევ იზრდება. ბოლო 1 კვირაში ზოგიერთ ქსელში დიზელი 32 თეთრამდე, ხოლო ბენზინი 16 თეთრამდეც კი გაძვირდა. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"