აშშ -ში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა, რომლის ავტორი და რედაქტორი კოკი გუგუშვილი [NIKOLAS GORJESTANI] , ხოლო კონსულტანტი კონსტანტინე გამსახურდიაა.
კონსტანტინე გამსახურდია ამ ღირსშესანიშნავ ფაქტთან დაკავშირებით წერს:
“თავიანთ დროზე დაწინაურებულნი” – ასე ქვია ნიკოლას გორჯესტანის (კოკი გუგუშვილის) ახლახანს აშშ-ში გამოსულ წიგნს.
ძალიან საინტერესო პარალელური ბიოგრაფიებია ამ წიგნში: ესაა ირანის პრემიერი მოჰამედ მოსადეყი, (1951-1953 წლებში) ვინც გასულ საუკუნეში დაამხო და ფიზიკურად გაანადგურა მხოლოდ ეკონომიკურ პროფიტზე, დომინირებაზე და ძალაუფლებაზე აგებულმა მსოფლიო “ბიოპოლიტიკამ” (ესაა ფრანგი გენიოსის, ფილოსოფოს მიშელ ფუკოს ტერმინი) და ზვიადი, რომელიც ასეთივე ბიოპოლიტიკოსებმა და მათმა პროვინციულმა მაჩანჩალებმა დაასრულეს.
მაგრამ კვალი ისტორიას მაინც რჩება. ნიკოლას გორჯესტანი ფერეიდნელი ქართველია, რომელიც ამჟამად აშშ-ში მოღვაწეობს.
კოკი ასეთ ამბავს ყვება: დღესაც ირანში რაიმე პრობლემაზე ამ პრემიერის სურათი მაინც უჭირავთ.
რატომ? ეკითხები. მოსადეყის დროს ეს პრობლემა ხომ არ იყო. მოსადეყი დღეს რომ ცოცხალი იყოს, ეს პრობლემა მოგვარებული იქნებოდა – გპასუხობს ირანელი.”-წერს კონსტანტინე გამსახურდია.