LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პანდემიის მიუხედავად ქუთაისის მერიამ სტუმრების მიღებასა და საჩუქრებში 84,266 ლარი დახარჯა

პანდემიის მიუხედავად ქუთაისის მერიამ სტუმრების მიღებასა და საჩუქრებში 84,266 ლარი დახარჯა

დაპოსტა 2021/02/06-ში
A A
226
ნახვა
გაზიარება
პანდემიის მიუხედავად ქუთაისის მერიამ სტუმრების მიღებასა და საჩუქრებში 84,266 ლარი დახარჯა – ამის შესახებ ინფორმაციას მფლანგველი დეტექტორი ავრცელებს
2020 წელს წარმომადგენლობითი ხარჯების სახით თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის მერიებმა 245,442 ლარი დახარჯეს.
წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს: მიღებების, წვეულებებისა და ღონისძიებებისათვის გათვალისწინებულ ხარჯებს, საექსკურსიო კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს, სუვენირების შეძენის, საკონსულო მომსახურების, აეროპორტში დახვედრისა და გაცილების, სატრანსპორტო მომსახურებისა და მგზავრობის, სასტუმროში მომსახურების ხარჯებს
2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში covid 19-ის პირველი შემთხვევა დაფისქირდა. მალევე, 2-4 მარტს გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა, მათ შორის: შეჩერდა ხალხმრავლობასთან დაკავშირებული ღონისძიებები, საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეჩერდა სასწავლო პროცესი… 21 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომაც, ქვეყანაში კვლავ მოქმედებდა წერტილოვანი შეზღუდვები და ძირითადად მოსახლეობას შეზღუდვების ფონზე უწევდათ ცხოვრება.
შეზღუდვებს შორის აღსანიშნავია შეკრების თავისუფლების შეზღუდვა. ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები მუდმივად მოუწოდებდნენ მოსახლეობას თავი შეეკავებინათ შეკრებებისა და წვეულებებისაგან. მიუხედავად მსგავსი მოწოდებებისა, საჯარო დაწესებულებები კვლავ განაგრძობდნენ ფულის დახარჯვას წარმომადგენლობით ხარჯების სახით.
მაგალითად, თბილისის მერიამ 2020 წელს წარმომადგენლობით ხარჯებში 142,931 ლარი დახარჯა, მათგან პანდემიის პერიოდში წვეულებებისა და ღონისძიებების ხარჯის სახით 13,518 ლარი, ხოლო სტუმრების მიღებასა და გამასპინძლებაზე კი 12,809 ლარი დახარჯა. თბილისის მერია გასულ წელსაც გამოირჩეოდა წარმომადგენლობითი ხარჯების სიდიდით. 2019 წელს მერიამ ამ მიმართულებით 961,498 ლარი დახარჯა. მიუხედავად იმისა, რომ თანხები მკვეთრად არის შემცირებული, შეზღუდვებისა და პანდემიის გამო წვეულებებში ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვა კრიტიკულად უნდა შეფასდეს.
პანდემიის მიუხედავად წვეულებების გამართვაში თანხები დახარჯა ქუთაისის მერიამაც. ქუთაისის მერიამ წარმომადგენლობითი ხარჯების სახით 84,266 ლარი დახარჯა, მათგან 64,651 ლარი მას შემდეგ, რაც ქვეყანაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. წარმომადგენლობითი ხარჯები ძირითადად მოიცავს საჩუქრებისა და სტუმრების მიღება/გამასპინძლების ხარჯებს. მაგალითად სექტემბრის თვეში ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავასა და თანმხლები პირების გამასპინძლება მერიას 1279 ლარი დაუჯდა. 424 ლარი დაიხარჯა ქუთაისში საქმიანი ვიზიტით მყოფი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და თანმხლები პირების გამასპინძლებისთის.
განსხვავებით თბილისისა და ქუთაისის მერიისაგან, ფოთისა და ბათუმის მერიებმა გაითვალისწინეს მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არსებული შეზღუდვების ფონზე წარმომადგენლობითი ხარჯების სახით ნაკლები თანხები დახარჯეს. ფოთის მერიამ 6,254 ლარი, ხოლო ბათუმის მერიამ 10,284 ლარი დახარჯა.
წყარო:
https://bit.ly/3a88Nd9 წარმომადგენლობითი ხარჯები
https://bit.ly/36dNqGn COVID-19 ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში
გაზიარება90

დაკავშირებული -პოსტები

მარნეულში საკანალიზაციო არხის თხრილში ორი მუშა ჩავარდა, ერთი დაიღუპა

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მარნეულში, ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმებული ორი ადამიანი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას გათხრილ ორმოში ჩავარდა.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში...

დაწვრილებითDetails

ცვლილება სკოლებში, რაც ყველა მოსწავლეს შეეხება

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ცვლილება სკოლებში, რაც ყველა მოსწავლეს შეეხება
მთავარი

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა. მინისტრმა განათლების სისტემის...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქაშუეთის ტაძარში 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. „როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს მომავალში უღალატებენ

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

უახლოეს მომავალში, ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს შეიძლება ახლო წრესთან დაკავშირებული იმედგაცრუება შეხვდეს. მთავარია, იპოვო ძალა, რომ წინ წახვიდე. კიბო ღალატმა შეიძლება განსაკუთრებით ღრმად გატკინოს. უახლოეს დღეებში შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენთან ახლოს...

დაწვრილებითDetails

მოსალოდნელია სიურპრიზები და მატერიალური ბონუსები – იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

სამშაბათი, 6 მაისი განსაკუთრებით ემოციური დღეა. ნუ მოექცევით გრძნობების გავლენის ქვეშ. შესაძლოა სენტიმენტებმა გავლენა იქონიოს სიყვარულზე, საქმეზე, ფინანსურ გადაწყვეტილებებზე. ემოციური გაწონასწორება გადაგარჩენთ გაუგებრობებისგან. ოთხშაბათი, 7 მაისი იდეალური დღეა შეხვედრებისთვის, კომუნიკაციისთვის,...

დაწვრილებითDetails

როგორი ცვლილებები ელის ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

სამი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ეს ზაფხული აუცილებლად დაამახსოვრდებათ. ისინი მიხვდებიან, რომ საბოლოოდ იპოვეს ბედნიერება, მათი ცხოვრება სიხარულით იქნება სავსე და ყველა ცვლილება მხოლოდ უკეთესობისკენ იქნება. კირჩხიბი ეს ზაფხული მოგცემთ იმას,...

დაწვრილებითDetails

ვისთვის იქნება მაისის თვე იღბლიანი – პროგნოზი 12 ნიშნისთვის

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
ზოდიაქოს 4 ყველაზე ქარიზმატული ნიშანი
მთავარი

ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი 2025 წლის მაისისთვის – ვის გაუღიმებს იღბალი და ვინ უნდა იყოს ფრთხილად. ეს პროგნოზი ეფუძნება პლანეტარულ განლაგებებს, განსაკუთრებით ვენერას, იუპიტერსა და მერკურის ასპექტებს: ვერძი იღბლიანი: ✔️მაისი ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ კარიერაში...

დაწვრილებითDetails

“ინვალიდი შვილის სამკურნალოდ სოფელი გაყიდა” – ქუთაისში,ასაკოვანმა ქალბატონმა თანხა დაკარგა

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
“ინვალიდი შვილის სამკურნალოდ სოფელი გაყიდა” – ქუთაისში,ასაკოვანმა ქალბატონმა თანხა დაკარგა
მთავარი

ქუთაისში, ბუხაიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების მიმდებარედ, ასაკოვან ქალბატონს დაეკარგა თანხა, ამის შესახებ ფეისბუქ ჯგუფში "სიახლე ქუთაისში" წერს Maggie Koghuashvili მინდა მოგმართოთ იმ ადამიანებს, რომელთაც კიდევ შერჩათ სიკეთის, გულიხსმიერების და სხვების...

დაწვრილებითDetails

11 მაისს ქუთაისის აია არენაზე რაგბში საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

2021 წლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი წელსაც ქუთაისში, ადგილობრივი ‘აიასა’ და ‘ბათუმის’ დაპირისპირებით გაირკვევა. წლევანდელი crocobet დიდი 10-ის წინასწარ ფინალში, ‘ბათუმმა’ რუსთავის ‘ხარებს’ 33:21 სძლია და 11 მაისს „აია არენაზე“ დაბრუნდება....

დაწვრილებითDetails

რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 9, 2025
0
რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
მთავარი

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. 19 წლის გოგოს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გუშინ ღამით, ბალახვანის ხიდის მიმდებარედ დაიწყო. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"