პადუას უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგებმა ბოლო 400 წლის განმავლობაში გლობალური დაავადებების გავრცელება შეისწავლეს და მორიგი პანდემიის პროგნოზები წარმოადგინეს. შესაბამისი კვლევა სამეცნიერო გამოცემა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
ექსპერტების აზრით, ცხოველები ინფექციების ძირითადი მატარებლები არიან, ამასთან დაავადებების სიხშირე კლიმატის ცვლილების გამოც იზრდება. შედეგად, იზრდება COVID-19-ის მსგავსი პანდემიების ალბათობაც.
შეშფოთებას იწვევს მეცნიერთა დასკვნა, რომლის თანახმადაც, უახლოეს ათწლეულებში გლობალური ეპიდემიის განვითარების რისკი შეიძლება გაორმაგდეს.
ამრიგად, “ესპანური გრიპის” მსგავსი პანდემიის განვითარების რისკი 1.9%-მდე გაიზარდა. როგორც მკვლევარებმა დაასკვნეს, უკიდურესი ეპიდემიის ყოველწლიური ალბათობა მომდევნო ათწლეულებში სამჯერ შეიძლება გაიზარდოს.
ხოლო დაავადება, რომელსაც კაცობრიობის სრულად განადგურება შეუძლია, შესაძლოა, მომავალი 12 ათასი წლის განმავლობაში მოხდეს.