LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისი დღეს უფუნქციოდაა დარჩენილი – კოალიცია “ძლიერი საქართველო” ქუთაისში არსებულ პრობლემებზე

“პაველ ჰერჩინსკის განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის სრულიად ანტიდასავლური ძალა, სადაც მისი ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროპელი ლიდერების ლანძღვაში, ევროკავშირის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვაში”-ბადრი ჯაფარიძე

დაპოსტა 2024/10/18-ში
A A
4
ნახვა
გაზიარება

ევროპული საბჭოს განცხადება ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, რომ ქართველი ხალხის ოცნება, მიზანი მიღწეული იქნას, – ასე აფასებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საქართველოს შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნას.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ქართველმა ხალხმა არაერთხელ მტკიცედ განაცხადა, რომ მის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს საქართველო იხილოს ევროპულ ოჯახში, ევროკავშირში და ქართველი ხალხი ამ იდეის ირგვლივ სრულ კონსოლიდაციას განაგრძობს.

შესაბამისად, მისივე თქმით, ეს არის ყველა ეროვნული ძალის ამოცანა და მიზანი, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება განახორციელოს და ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.

„რა თქმა უნდა, ის განცხადება, რომელიც ახლა გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს მიერ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების საერთო განცხადება და ევროპული საბჭოს განცხადება ცხადყოფს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, რომ ქართველი ხალხის ოცნება, მიზანი მიღწეული იქნას. ელჩ ჰერჩინსკის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” არის სრულიად ანტიდასავლური ძალა, სადაც მისი ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროპელი ლიდერების ლანძღვაში, ევროკავშირის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვაში და მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რუსეთის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისი განცხადებები გააკეთონ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. ცხადია, “ქართული ოცნების” მხრიდან მცდელობა, რომ კვლავ შეეცადოს ჩვენი თანამოქალაქეების მოტყუებას და გაცურებას, თითქოს მათ აქვთ რაიმე მცირედი მიზანი, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, ეს არის სრული სიყალბე, სიცრუე და ამის მხილებას ემსახურება ევროპული საბჭოს განცხადება, ამის მხილებას ემსახურება ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის განცხადება. რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს სულელს უწოდებენ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებენ, ასეთ პოლიტიკურ ძალას არანაირი შანსი არ აქვს რაიმე დიალოგი აწარმოოს ევროკავშირთან. ამავდროულად, “ქართული ოცნების” ერთადერთი ამოცანაა, ნებისმიერი გზით დარჩეს ხელისუფლებაში და აღასრულოს მისი მიზანი, რომ ქვეყანა სამუდამოდ დააშოროს ევროპულ ოჯახს და ის გახადოს რუსული იმპერიის შემადგენელ ნაწილად. ეს არის მკაფიოდ გაცხადებული მიზანი იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს “ქართული ოცნება”, იმ განცხადებებიდან, რომელსაც აკეთებს “ქართული ოცნება” და ჩვენი მეგობრების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ამოცანაა, რომ ამხილოს “ქართული ოცნების”, ეს მზაკვრული გეგმა და კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ევროკავშირის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ, სრული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს მათ ნაბიჯებში, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიბრუნოს ევროპული მომავალი. ახლა არის ცხადი, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვუთხრათ რუსული ინტერესების გამტარებელ ხელისუფლებას, რომელიც ყველა ძალ-ღონით ცდილობს ქვეყანა დააბრუნოს რუსულ იმპერიაში და დავბრუნდეთ ჩვენი ბუნებრივი განვითარების გზაზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, კოალიცია “ძლიერი საქართველო”, ნომერი 9 გამორჩეულია სწორედ იმით, რომ პასუხისმგებლობას იღებს, ქვეყანა ძალიან სწრაფად დააბრუნოს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე, სწრაფად დაიწყონ ყველა რეფორმის განხორციელება, რომელიც ამ გზაზე სწრაფი სვლისთვის არის აუცილებელი.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენს თანამოქალაქეებს ესმოდეს, რაოდენ გადამწყვეტია თითოეული მათგანის ხმა იმისთვის, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ეს უნიკალური შანსი და არ დაბრუნდეს რუსული იმპერიის კლანჭებში. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს 20 ოქტომბრის მშვიდობიან მარშს, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება ერთად დავდგეთ, ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა ჩვენი თანამოქალაქეების მიზნის მიღწევის, ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. ამიტომ ყველას გელით 20 ოქტომბერს მშვიდობიან გზაზე“, განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს ხართ ენერგიულად და მოტივირებულად. კარგი დროა სამუშაო საკითხების დასალაგებლად. ფრთხილად იყავით ემოციებზე რეაგირებისას. კურო ფინანსური საკითხები წინა პლანზე წამოიწევს წამოიწევს. არ იჩქაროთ ხარჯვა. მშვიდად და რაციონალურად მიუახლოვდით ყველაფერს....

დაწვრილებითDetails

საქართველოსთან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 20, 2025
0
საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, დღეს თბილისის დროით 16:20-ზე მოხდა 4.2(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა რუსეთში, ინგუშეთში,...

დაწვრილებითDetails

“სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს ბალახები…” – ძალადობა ახალგორის ბავშვთა სახლში

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
“სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს ბალახები…” – ძალადობა ახალგორის ბავშვთა სახლში
მთავარი

"შუადღის მზეზე ეზოში ხოხვით აგლეჯინეს სარეველა ბალახები, მშიერს აყურებინეს, როგორ ჭამდნენ დირექტორი და სხვა ბავშვები. დაისაჯა იმიტომ, რომ ბავშვმა გამრავლების ტაბულა ვერ ისწავლა", - ოკუპირებული ახალგორის ბავშვთა სახლში 8 წლის...

დაწვრილებითDetails

როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო – მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი არალეგიტიმური პირია ამ არჩევნებზე – მამუკა მდინარაძე
მთავარი

შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“...

დაწვრილებითDetails

როგორ უნდა დაიცვათ თავი ზაფხულის მწველი მზისგან

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
როგორ უნდა დაიცვათ თავი ზაფხულის მწველი მზისგან
მთავარი

მზით დამწვრობა და ნამზეური მნიშვნელოვნად ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს, მათ შორის ისეთი აგრესიული ფორმისას, როგორიცაა მელანომა. ასევე მზის ზემოქმედებისგან კანი ადრე ბერდება: ის ნაკლებად ელასტიკური ხდება, ჩნდება ნაოჭები. მაგალითად,...

დაწვრილებითDetails

დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა – ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა – ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგი დალაქიშვილი მძიმე პროგრესირებადი დაავადება დაუდგინდა, მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი საფრანგეთში გადაყვანაა. ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. "ჩვენს საყვარელ გიოს, იგივე "პუშკინას" , ჩვენს ბავშვობის მეგობარს,...

დაწვრილებითDetails

“არა არჩევნების სიმულაციას” – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
“არა არჩევნების სიმულაციას” – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება
მთავარი

"არა არჩევნების სიმულაციას" - ამ ლოზუნგით, პროტესტის ჩვეულ ადგილას, ქუთაისის მერიის წინ, 19:00 საათზე, აქცია გაიმართება. მოქალაქეები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უკვე 233-ე დღეა,...

დაწვრილებითDetails

“6-7 ათასი სტუდენტი დადის სამუშაოდ ქუთაისიდან, როგორ წარმოუდგენიათ შემდეგი წლები”

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
3 თვეში ევროპიდან საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს
ეკონომიკა

“ჩიპ თრეველის“ დამფუძნებელი ლევან ჭანჭალეიშვილი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხს ეხმაურება. ლევან ჭანჭალეიშვილი იმ სარგებლის შესახებ საუბრობს, რომელსაც ქუთაისელი სტუდენტები უვიზო მიმოსვლის შედეგად იღებენ. “გერმანიაში ყოველწლიურად 6-7 ათასი სტუდენტი დადის სამუშაოდ...

დაწვრილებითDetails

ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი, თინა ბრეგვაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი, თინა ბრეგვაძე გარდაიცვალა
მთავარი

ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი, თინა ბრეგვაძე გარდაიცვალა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მანანა ტაბატაძე წერს: "მატერას ქართველ ემიგრანტულ საზოგადოებას ძალიან მწარე ამბავი დაატყდა თავს, სამწუხაროდ, ჩვენი თანამემამულე თინა ბრეგვაძე ამ სამყაროს...

დაწვრილებითDetails

ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს – განახლებული ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებული ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"