ქართული ბენდი “არმაზი” 2019 წლის 9 ივლისს შეიქმნა ბენდის ვოკალისტ ნიკოლოზ ჭინჭარაულის მიერ.
მიმდინარეობა პაგან/ბლექ მეტალი.
ბენდის წევრები არიან: ვოკალი -რითმ გიტარა ბაადურ არდინი, ბასს გიტარა -ნერგალა, სოლო გიტარა -ჰადესს, დასარტყამი ინსტრუმენტი-მურდრეიკი.
ბენდის მიზანია დაანახონ ქართველ და არამარტო ქართველ მსმენელს მათივე შესაძლებლობები, უსმინონ მეტალს და იგრძნონ ის ემოციები, რასაც ბენდის წევრები განიცდიან მუსიკის შექმნის დროს. თუმცა ყველაფერი ამით არ სრულდება – “არმაზის ” მიზანია ქართული საზოგადოება დააინტერესონ წარმართობით და წინაპრების დატოვებული ისტორიით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბენდის ვოკალისტი არის წარმართი. ტექსტების უმრაველესობა არის ქართულ ენაზე და მოიცავს საქართველოს ისტორიას, ქართულ წარმართობას და ომის ისტორიას. ბენდის წევრები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება და ქართული მეტალის ისტორიას კიდევ ერთი პაგან/ბლექ მეტალ ბენდი შეემატება.
“არმაზის” წევრები მზად არიან,მიუხედავად ყველა წინაღობისა ბოლომდე დაიხარჯონ, თუნდაც ეს ყოველივე საკუთარ ძალებს აღემატებოდეს. ბენდი აქტიურად მუშაობს ალბომზე, მათ პირად აქტივზე ამ დროისათვის 11 კომპოზიციაა დამუშავებული და არსებობს რამდენიმე დემო ვერსიაც. ბენდის სამომავლო გეგმებშია ლაივი თბილისში და ასევე ქუთაისში.