LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ოცნებობდა და გეგმავდა ქართული ოჯახი შეექმნა- ვინ არის 29 წლის ბიჭი, რომელიც ესპანეთში გარდაიცვალა

ოცნებობდა და გეგმავდა ქართული ოჯახი შეექმნა- ვინ არის 29 წლის ბიჭი, რომელიც ესპანეთში გარდაიცვალა

დაპოსტა 2021/01/24-ში
A A
728
ნახვა
გაზიარება

გარდაიცვალა კიდევ ერთი ემიგრანტი… კიდევ ერთი ახალგაზრდა დავკარგეთ. ის სხვა ემიგრანტების მსგავსად, სამშობლოდან უკეთესი ცხოვრების საძიებლად ოჯახთან ერთად ესპანეთში წავიდა. ბევრი ოცნებები ჰქონდა, მაგრამ დრომ მათი ახდენა არ დააცადა…

 

„პრაიმტაიმი” ესპანეთში მცხოვრებ ემიგრანტს ანა ინალიშვილს ესაუბრა. ისიც ემიგრანტია.

 

გული სწყდება, რომ თორნიკეს ვეღარასოდეს შეხვდება. ბიჭს, რომელიც უცხო მიწაზე, უცხო ხალხისთვის სრულიად უსასყიდლოდ და ანგარების გარეშე, „წითელი ჯვრის” ორგანიზაციაში მუშაობდა… ამბობენ, რომ ყველაზე მეტად სულიერება ხიბლავდა და უფალს ყველაგან ეძებდა…

 

„აქ ორ ოჯახს ერთი სახლი გვაქვს ნაქირავები. ძალიან დაბნეული ვარ, 29 წლის ქართველი გარდაგვეცვალა, დღეს მისი პანაშვიდი იყო. თორნიკე ლომაური სამუდამო განსასვენებელს კახეთში დაიდებს, ყვარლის რაიონიდან, სოფელი შილდიდან იყო… ახლა, ჩვენ ბარსელონასპროვინციაში, პატარა ქალაქ ბიგში ვართ და სული აქ დალია.

 

მე, ჩემი ქალიშვილი და მისი ოჯახი ერთად ვცხოვრობთ. ის 3 წლის წინ, მშობლებთან და ორ დასთან ერთად ჩამოვიდა, ყველა მუშაობდა, არაჩვეულებრივი ოჯახია… გასულ კვირას დაიღუპა, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, ჯერ კიდევ თბილი იყო, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია რომ მოვიდა, მაგრამ ვერაფერი უშველეს. სიკვდილამდე, წინა ღამე ვსაუბრობდით, ვხუმრობდით და დილას გარდაცვლილი დაგვხვდა.

 

ეს ბიჭი აქ, 2 წელი უმძიმეს სამუშაოზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, წითელ ჯვარში ქველმოქმედების მიზნით მუშაობდა. ის ძალიან კარგი და მორწმუნე ადამიანი იყო. სიცოცხლეში სამშობლოში ვერ გაიცნეს და მინდა, ახლა მაინც იცოდნენ, რომ ესპანეთში კარგი ქართველი, ვაჟკაცი, ღვთისნიერი ბიჭი დაიღუპა.

 

მინდა, დიდი პატივი მიეგოს მის ხსოვნას, ის სულ ცდილობდა ყველასთვის სიკეთე გაეკეთებინა. ერთ კვირაში კი, სამშობლოში ჩამოასვენებენ…

 

მას უკანასკნელი სურვილი აუსრულებელი დარჩა. ოცნებობდა და გეგმავდა ქართული ოჯახი შეექმნა. ამბობდა, ოფიციალური ცხოვრების უფლებას რომ მოვიპოვებ და ფეხზე მყარად დავდგები, ვიქორწინებო. აუცილებლად ქართველი გოგოს მოყვანა სურდა…” – ამბობს ანა ინალიშვილი.

წყარო: პრაიმტაიმი

გაზიარება291

დაკავშირებული -პოსტები

“სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება”- კობახიძე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალ მხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც...

დაწვრილებითDetails

live – სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაცია

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
live – სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაცია
მთავარი

სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაცია იმართება.  

დაწვრილებითDetails

რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მთავარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე სასამართლომ წარდგენილ ყველა ბრალდებაში - ცხრავე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
“ერთმა მეორეს ესროლა ხელყუმბარა”-თბილისში ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1986 წელს დაბადებული ო.თ. და...

დაწვრილებითDetails

შვილებზე ძალადობისთვის 2005 წელს დაბადებული პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

მარნეულში გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის  ფასზე ზღვარი დაამტკიცა
მთავარი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ გამოქვეყნებულ წინასწარ დღის წესრიგში წერია. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წინასწარი დღის წესრიგის თანახმად, ბრიუსელში, 16...

დაწვრილებითDetails

“არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ გულ-მკერდზე გვეკეთოს ჯვარი” – მეუფე შიო

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ჯვარი არის საღვთო სიყვარულის ნიშანი და სიმბოლო... თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, მაშინ ჩვენი მწუხარება სიხარულად შეიცვლება და ჩვენი ცოდვების ხედვისგან გამოწვეული სიმწარე გადაიქცევა საღვთო სიყვარულის დამატკბობელ ძალად, ვინაიდან უფლის...

დაწვრილებითDetails

“შარლ მიშელის სულის თეფშის ტრიალით გამოძახებას შეეშვით, მეგობრებო, მაინც არ მოვა” – ნიკა გვარამია

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს-ნიკა გვარამია
მთავარი

შარლ მიშელის სულის თეფშის ტრიალით გამოძახებას შეეშვით, მეგობრებო, მაინც არ მოვა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა მას შემდეგ, რაც „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ განაცხადა, რომ „აუცილებელია...

დაწვრილებითDetails

16 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

16 მარტს თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"