LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ოცნების“ წინააღმდეგ თითოეული არ მიცემული ხმა, არის „ოცნების“ გამარჯვება – ბერდია სიჭინავა

„ოცნების“ წინააღმდეგ თითოეული არ მიცემული ხმა, არის „ოცნების“ გამარჯვება – ბერდია სიჭინავა

დაპოსტა 2025/10/03-ში
A A
22
ნახვა
გაზიარება

არჩევნებზე არ მისვლა და შენი ხმის არ გამოყენება ნიშნავს, რომ შენი ხმა აჩუქე მოძალადე, მოღალატე, მატყუარა, ხალხის ფულის ქურდ „ოცნებას“, რასაც ისევ შენივე წინააღმდეგ გამოიყენებს. ამიტომ, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე!- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე არ მისვლა იქნება დაკარგული შანსი, რაც უკან არ დაბრუნდება.

„ხვალ 4 ოქტომბერია – არჩევნების დღე. არჩევნებში მონაწილეობა არის ჩვენი – საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ამავდროულად, ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რაც ერთმანეთის და ჩვენი ქვეყნის საერთო მომავლის წინაშე გვაკისრია. არჩევნებზე არ მისვლა და შენი ხმის არ გამოყენება ნიშნავს, რომ შენი ხმა აჩუქე მოძალადე, მოღალატე, მატყუარა, ხალხის ფულის ქურდ „ოცნებას“, რასაც ისევ შენსავე წინააღმდეგ გამოიყენებს. ამიტომ, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ: ოკუპანტებისთვის მოხდილი ბოდიშის წინააღმდეგ! ეროვნული ინტერესების მოღალატე „ოცნების“ წინააღმდეგ! ახალგაზრდებზე, ქალებზე მოძალადე – „ოცნების“ მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ! უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოკეტვის წინააღმდეგ! ხალხის ფულის ქურდი „ოცნების“ წინააღმდეგ! ქვეყნიდან ახალგაზრდების გაქცევის წინააღმდეგ! „ოცნების“ მფარველობის ქვეშ მყოფი კრიმინალისა და ნარკომანიის წინააღმდეგ! ქართველების ერთმანეთთან ხელოვნური დაპირისპირების და შექმნილი ქაოსის წინააღმდეგ! საქართველოს ევროპული მომავლის შეჩერების წინააღმდეგ!

„ოცნების“ წინააღმდეგ თითოეული არ მიცემული ხმა, არის „ოცნების“ გამარჯვება. ამიტომ, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მოგმართავთ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს: არჩევნებზე არ მისვლა იქნება დაკარგული შანსი, რასაც უკან ვეღარ დავაბრუნებთ. ასევე, მინდა მივმართო ჯერ კიდევ „ოცნების“ მხარდამჭერებს – თუ თქვენ ხმას მისცემთ „ოცნებას“, თქვენ ხმას აძლევთ „ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილ შუღლს, დაპირისპირებასა და ქაოსს. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდისა და სამართლიანი წესრიგის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებში, ქუჩებსა და ოჯახებში. ბოლოს, მინდა გავიმეორო უდიდესი ქართველის, ილიას ჭავჭავაძის სიტყვები: „ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცად კაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობელს ქალაქსა“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

გუბაზ სანიკიძე სასამართლოში იკითხება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 7, 2026
0
გუბაზ სანიკიძე სასამართლოში იკითხება
მთავარი

თბილისის საქალაქო სასმართლოში, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე, ისტორიკოსი და პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე იკითხება. სანიკიძეს სასამართლოში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით საქმე ეხება საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში ირანის გავლენების გაზრდის თაობაზე. დღეს...

დაწვრილებითDetails

“ვიცოდი სკოლაში მეორე დედა ყავდათ”- ქუთაისში 23-ე  სკოლის პედაგოგს ემშვიდობებიან

by თამარა ქავთარაძე
მარტი 7, 2026
0
“ვიცოდი სკოლაში მეორე დედა ყავდათ”- ქუთაისში 23-ე  სკოლის პედაგოგს ემშვიდობებიან
მთავარი

ქუთაისში  23-ე  სკოლის პედაგოგს  ნატალია ყალიჩავას ემშვიდობებიან. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა, მაგრამ სამწ3უხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "ნატალი მას შენზე წარსულში როგორ ვისაუბროთგული ჩაგვწყვიტე დაგვადუმე ყველანი, ჩემი ორივე შვილი...

დაწვრილებითDetails

კრეტაზე საქართველოს მოქალაქე უკანონო ბინადრობისთვის დააკავეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 7, 2026
0
კრეტაზე საქართველოს მოქალაქე უკანონო ბინადრობისთვის დააკავეს
მთავარი

კრეტაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონო ბინადრობისთვის დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია "tovima" ავრცელებს. საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, 36 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მას ბრალად უკანონო საზღვრის გადმოკვეთას და ბინადრობას ედავებოდნენ. სამართალდამრღვევი თებერვლის თვიდან...

დაწვრილებითDetails

ტაქსის სალონში გაზი აალდა-დაშავდა ორი ადამიანი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 7, 2026
0
კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი მგზავრებს ემსახურებოდა
მთავარი

სენაკში ცოტა ხნის წინ ტაქსის სალონში დაგროვილი გაზი აალდა. ,,გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი – მძღოლი და ერთი მგზავრი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკა „არქიმედეში“...

დაწვრილებითDetails

სუს-მა თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე გამოკითხვაზე დაიბარა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 7, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სუს-მა თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე გამოკითხვაზე დაიბარა - ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. თუმცა არც ხიდაშელი და არც სანიკიძე მდინარაძის უწყებაში მისვლას არ აპირებენ და გამოკითხვას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვენ....

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ყველაფერში უპირატესობა აქვთ

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ზოდიაქოს ამ ნიშნებს აქვთ განსაკუთრებული ინტელექტი, ქარიზმა და ადაპტირების საოცარი შესაძლებლობა, რაც მათ საშუალებას აძლევთ მიაღწიონ წარმატებას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველას გარკვეული თავისებურებები და უნიკალური თვისებები ახასიათებს....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ...

დაწვრილებითDetails

რატომ იზრდება კანიონებსა და მღვიმეებში შესვლის გადასახადი

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
სათაფლიის მღვიმის აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა
მთავარი

მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოს კანიონებისა და მღვიმეების ნაწილზე შესვლის გადასახადი იზრდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, გადასახადის ზრდა დაკავშირებულია ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობასა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესებასთან. ამასთანავე, სააგენტოში...

დაწვრილებითDetails

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა
მთავარი

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა. როგორც განცხადებაშია მითითებული, გადაწყვეტილება მგზავრებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს. "მგზავრების, აეროპორტის პერსონალისა და ავიაკომპანიების ეკიპაჟების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში (DXB) ოპერაციები დროებით შეჩერებულია....

დაწვრილებითDetails

ევროკომისია საზღვარზე საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციას იძლევა

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში E-Gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა
მთავარი

ევროკომისია საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციას იძლევა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამავე ინფორმაციის თანახმად, ევროკომისია დღეს ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"