დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
“მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. რეინფექცია ერთხელ აცრილებში გვქონდა 5000 შემთხვევა, ორჯერ აცრილებში დაახლოებით 4000 აცრის შემდგომი ინფიცირების შემთხვევა.
უმრავლესობა, ორჯერ აცრილებში იყო ძალიან მსუბუქი, ჰოსპიტალიზაცია ძალიან მცირე ნაწილს დასჭირდა, ციფრი აღარ მახსოვს და არ მინდა რომ შევცდე, მაგრამ სამწუხაროდ, გვაქვს სამი გარდაცვალება, ორჯერ აცრილებში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 23 518-მა ადამიანმა გაიკეთა.
მათივე ცნობით, სულ ქვეყანაში 1 259 391 აცრა გაკეთდა.