გიორგი გახარია, რომლის გადადგომის მოთხოვნით ათასობით მოქალაქე ქუჩებში საპროტესტო აქციებს მართავდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდა. აღნიშნულ პოსტზე მისი კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. უკვე გამოქვეყნდა 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამაც , სადაც გახარია ძირითადი მიმართულებებად უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ განვითარებასა და განათლებას ასახელებს. მეგატივი დაინტერესდა რამდენად მისაღებია ქუთაისელებისათვის გახარიას კანდიდატურა და რა მოლოდინები აქვთ მოქალაქეებს .
თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა
მარნეულში N4 საჯარო სკოლაში თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოსწავლეს დაზიანებები თავისა და კისრის არეში აღენიშნებოდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივი მედიის, Marneulinews-ს ინფორმაციით,...









