რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელი გზის გაჩიანის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამ წუთებში | საშინელი ავარია
Gepostet von Info rustavi am Montag, 23. Dezember 2019