ოპოზიციამ 26 თებერვალს მსვლელობა დააანონსა – 26 თებერვალს სამ საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას როდიონოვების და გავრილოვების წინააღმდეგ. ეს იქნება მსვლელობა თვისუფლებისთვის – განაცხადა ხატია დეკანოიძემ კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე.
მისი თქმით, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის ნაბიჯი გადადგა მაშინ, როცა 25 თებერვლის აქცია გააუქმა, თუმცა საპირისპიროდ მიიღეს ოპოზიციის ლიდერის დაკავება.