უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 3 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 500 სამხედრო, 5 ტანკი და 22 საარტილერიო სისტემა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 264 660;
ტანკი – 4 476;
ჯავშანტექნიკა – 8 649;
საარტილერიო სისტემა – 5 582;
სარაკეტო სისტემა – 739;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 503;
თვითმფრინავები – 315;
ვერტმფრენი – 316;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 444;
საკრუიზო რაკეტები – 1 447;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 102;
გემი/ნავი/კატარღა – 18;
სპეციალური აღჭურვილობა – 841.