„ომის დასრულება არის ის ფაქტორი, რაც ტრამპის არჩევის შემთხვევაში, გაცილებით მოსალოდნელია, ვიდრე მეორე შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, ლოგიკური გაგრძელება არის, რომ საქართველოს მიმართ შეიცვლება ინტერესები და ეს აწყობს მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, ჩვენც გვაწყობს სუბიექტურად, ობიექტურად აწყობს საქართველოს და მის მოსახლეობას, რომ ქვეყანაში ომში ჩართვის, ომის დაწყების რისკები. ეს ინტერესები აბსოლუტურად შეიცვლება და გადალაგდება. ამიტომ არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიმარჯვოს დამაჯერებლად, საქართველოში ხელისუფლება არ უნდა შეიცვალოს და მომდევნო წელს, როცა ომი დამთავრდება, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გავაგრძელოთ განვითარება. მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე სიარული, სადაც ყველა მიღწევა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. ჩელიაბინსკში რომ იღვიძებდით, სინამდვილეში, ბრიუსელში იღვიძებთ. ამ კინოდან არის ეს ამბავი და არა ზღაპრიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მე კი არ შეურაცხმყვეს, შეურაცხყვეს ღმერთი, ეკლესია და წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი – მეუფე იობი
რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ, ასეა?! მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით - მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, შეურაცხყვეს ეკლესია. აქედან წარმოჩნდა, რომ არ...










