თავისუფალი სტილით მოჭიდავემ და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
“ჭიდაობამ შექმნა ის, ვინც ვარ დღეს და მე ამის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება.
იმედი მქონდა, რომ ტოკიოდან კიდევ ერთხელ გაგახარებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მომეცა ამის საშუალება.
ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა და ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს მომენტი”,– წერს ლადო ხინჩეგაშვილი.