ოკუპირებულ აფხაზეთში დაკარგული 12 წლის გოგო ნაპოვნია. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ოჩამჩირის მკვიდრი, ალექსანდრა გამახარია 3 თებერვალს დაიკარგა. მის გატაცებაში ნათესავები ინალ გამახარიას ადანაშაულებდნენ, რომელიც დე ფაქტო შს ინფორმაციით, დაკავებულია. სააგენტოს ცნობით, სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.