ციფრული ხელოვნების სტუდია ReRo • რერო და DMO Imereti წარმოგიდგენთ სატელეფონო თამაშთა ტრილოგია – “ოდისეა: საქუთაისო” უკვე მზადაა. ინფორმაციას DMO იმერეთი ავრცელებს.
“თამაში ქუთაისის ისტორიულ, მაღალკულტურულ განზომილებას ეძღვნება და უნიკალური აუდიო – ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებით, ყველაზე მასშტაბური ციფრული ხელოვნების ნაწარმია საქართველოში – ნათქვამია გავრცლებულ ინფორმაციაში.
“ეს არის სამნაწილიანი თამაში: პირველში არის არგო, რომელიც მოძრაობს ტალღებში და ლახავს სხვადასხვა დაბრკოლებას. მეორე ნაწილში – პიკასოს ბიჭი დარბის მე19- მე-20 საუკუნის ქუთაისში და ისიც ლახავს დაბრკოლებებს, მესამე ნაწილში კი ოცხელის მფრინავი მღებავია, რომელიც ღამის ცაში მიიკვლევს თავის გზას”,- ამბობდა მარი დევიძე “ქუთაისიპოსტთან” ინტერვიუში.
აპლიკაციას ციფრული ხელოვნების სტუდია ReRo • რერო და DMO Imereti წარმოგიდგენთ
აპლიკაცია უფასოა და გადმოსაწერად ეწვიეთ შესაბამის ბმულებს:
App Store: https://rb.gy/lhtw7t
Play Store: https://rb.gy/w9kcyd