უკრაინაში, ოდესაში მდებარე სასტუმროში ხანძარს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ „როიტერსი“ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 10 ადამიანია დაშავებული. საგანგებო სიტუაციების სამსახური ჯერ-ჯერობით ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არ საუბრობს.
უცნობია ისიც, თუ სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ინციდენტის დროს 273 ნომრიან სასტუმრო „ტოკიოში“.
მეხანძრეებს ხანძრის ჩასაქრობად 3 საათი დასჭირდათ.