3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, ისინი გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
სოციალურ ქსელში ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ემოციურ ტექსტს აქვეყნებს, “პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის” დამფუძნებელი, დათო გოჩავა :
“გუშინ ემოციური დღე მქონდა გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ისე არ მინერვიულია მაინც, როგორც ახლა, როცა „საქართველოს რკინიგზის“ მემანქანემ მომწერა:
“მაგრად დამღალეს დავით, ცალკე უფროსობამ, ცალკე – ხალხმა. რა გავაკეთო არ ვიცი. თუ სადმე სალაპარაკო და საჩივლელია, ყველასთან ვჩივი სავალალო სიტუაციის გამო, მაგრამ 10 კაციც აღარ მყავს გვერდში დამდგომი.დისციპლინა – ნოლი!უსაფრთხოების ინსპექცია – არ არსებობს!26-ში გადაწყდება ჩვენიც და ქვეყნის ბედიც, თუ არადა სამუდამოდ დასამარდება ქვეყანაც და რკინიგზაც”!—–თქვენ კიდევ ობიექტური გამოძიებაო გაიძახით , ამის შანსი არ არის !” – წერს სოციალურ ქსელში დათო გოჩავა .










