“წუხელ თანამშრომელი დავტოვეთ სახლში ,უკან ვბრუნდებოდით და 100 მეტრით წინ შემხვედრ ავტომობილს ავარია შეემთხვა და არხში გადავარდა.სიჩარეს მოვუმატე წამში გავაჩერე ავარიულად .არცერთი წამი არ მიფიქრია თუ რა შეიძლებოდა მომწეოდა,მეც გადავევლე არხში და ვიგრძენი სისველე და ტალახი უკანა კარი გავაღე ვხედავ 2 ახალგაზრდა ბიჭს ,ერთმანეთთან ჩახუტებულს გათიშულებს , უზომოდ ალკოჰოლით გაჟღენთილს და ბევრ ლუდის ცარიელ ქილებს ,ვყვიროდი ძმაო გამოფხიზლდით უნდა გადავიდეთ ავტომობილიდან თქო ,მახლდა მეგობარი გოგონაც ,დიდი წვლილი მანაც გაიღო ამ 2 ახალგაზრდა ბიჭების გადარჩენაში.მოსახლეობაც გამოვიდა , არცერთი მამაკაცი არ მომეკარა რომ ბიჭებს დახმარებოდა მარტოს შევძელით ეს ყველაფერი და მიხარია რომ ჩვენ 2 გოგონამ 2 სიცოცხლეს დავეხმარე.მერე კი ჩემს უკან მომავალი ავტომობილის მძღოლი გლოცავდა .( უფალმა დაგლოცოს ძია ასეთი სწრაფად რეაგირებისთვისო) ნუ დალევთ საჭესთან და ნუ გაამწარებთ ოჯახებს დაუფიქრებლობის გამო.
პ.ს.ყველაფერი შეიძლება ორი გვქონდეს და შევიძინოთ ს ი ც ო ც ხ ლ ი ს გარდა.“-წერს ფეისბუქ მომხმარებელი რიტა ლაბაძე .
დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა
დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა. ასევე ვრცელდება ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება რამდენიმე პირი ფიზიკურად აქციის მონაწილეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე მყოფ აქციის...