LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სავარაუდოდ 2 და 3 დღის ამბავი არაა ამისი ამოძრავება, უბრალოდ ახლა მიხვდნენ რომ შეიძლება ცუდად დამთავრდეს – რა ხდება ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე (+ფოტო)

ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესწავლაში გერმანელი გეოინჟინრები ჩაერთვებიან

დაპოსტა 2021/03/18-ში
A A
65
ნახვა
გაზიარება

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესების ნაწილობრივ გააქტიურების გამო, მერიის მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მიმდინარეობს მეწყრული პროცესის მონიტორინგი და ასევე, დეტალური კვლევა ჩატარდება.

ამასთან, როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, პრობლემის მოგვარებაში მომდევნო კვირაში გერმანელი გეოინჟინრებიც ჩაერთვებიან.

„მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მოქმედებების შედეგად, სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესები ნაწილობრივ გააქტიურდა. ამ ფაქტის გამო, მერიის შესაბამისი სამსახურები დარგის შესაბამის სპეციალისტებთან ერთად ჩაერთნენ ამ პრობლემის მოგვარებაში. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ღონისძიებები, არის რამდენიმე სახის რეკომენდაცია ექსპერტების მხრიდან, რომ პირველ რიგში მომხდარიყო მაჭავარიანის ქუჩის ჩაკეტვა, რაც მერიამ მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ შეატყობინა და ეს ქუჩა გადაიკეტა. ასევე, მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს მეწყრული პროცესის მონიტორინგი, რაც უკვე პირველივე წუთიდან მიმდინარეობს. ასევე, მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს დეტალური კვლევა, პროექტირება და შემდგომ შესაბამისი სამუშაოები განხორციელება, რაც უკვე მიმდინარეობს. კვლევა-პროექტირების ეტაპზე ვართ და უახლოეს დღეებში დასრულდება. ჩვენ გვექნება პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. ასევე, მომდევნო კვირაში გერმანელი გეოინჟინრები ჩამოგვყავს. ისინი მაღალი კვალიფიკაციის ხალხი არიან და ჩვენთვის მათი აზრიც მნიშვნელოვანია, ისინიც უშუალოდ ჩაერთვებიან ამ პროცესში. პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ახლა პირველი რიგის ამოცანა არის, რომ მაჭავარიანის ქუჩა რაც შეიძლება მალე გაიხსნას, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდგომ, რაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ამ ქუჩაზე გადადგილება სრულიად უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა ბენდელიანმა.

მისი განმარტებით, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვნის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე სამუშაოების დაწყებამდე დეტალური პროექტი იყო გაკეთებული, იყო გეოლოგების დასკვნებიც, ჩატარებული იყო ექსპერტიზაც და ამის შემდეგ დაიწყო სამუშაოები.

კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს მეწყრული პროცესების გააქტიურება, მერის მოადგილემ უპასუხა, რომ ეს საკითხის დეტალური შესწავლის შემდეგ გაირკვევა.

„პასუხისმგებლობის საკითხი რომ დასვა და თქვა, რომ კონკრეტული პიროვნება ან ორგანიზაცია არის პასუხისმგებელი, მაშინ, პირველ რიგში, ზუსტად უნდა იცოდე, 100%-ით დარწმუნებული უნდა იყო, ამ მეწყერული პროცესის გამომწვევი მიზეზი. აქ არის რამდენიმე ფაქტორი, რასაც კონკრეტული და დეტალური კვლევები სჭირდება, რომ ზუსტად განისაზღვროს, რამ გამოიოწვია ეს ყველაფერი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გზა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი დედაქალაქისთვის, აუცილებელია დროულად გაიხსნას ეს გზა. ნომერ პირველი ამოცანა ამ ქუჩის უსაფრთხოდ გახსნაა, დანარჩენი, ეტაპობრივად ყველა მოქმედება განხორციელდება“, – განაცხადა ბენდელიანმა.

მან აღნიშნა, რომ როგორც მედიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის ყველა ინფორმაცია ღია და საჯარო იქნება.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. “მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.” – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ 16 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

ტრაგედია იმერეთში – დაღუპულია მამა და 2 შვილი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ტრაგედია იმერეთში – დაღუპულია მამა და 2 შვილი
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და იმე­რეთ­ში. ავა­რი­ას მამა და მისი ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ემსხვერ­პლნენ. შემ­თხვე­ვა 26 ივ­ნისს ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში თვრი­ნი-ალა­ვერ­დის პე­რი­მეტრზე მოხ­და. ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც ერთ-ერთ მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი ორი...

დაწვრილებითDetails

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   თავი შეიკავეთ მანიპულაციური ქმედებისგან და ეცადეთ, მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი პოზიცია, თუ სათქმელი. სწორად დასვით კითხვები, შეეცადეთ, კომპრომისით და დიპლომატიით იპოვოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან.   კურო   საყიდლებთან დაკავშირებით,...

დაწვრილებითDetails

ვალუტას განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7227 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანს ივლისში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვე იქნება, რადგანაც როგორც ასტროლოგები ამბობენ, მათ წინ არაერთი საინტერესო ცვლილება ელოდება: ტყუპები ტყუპები 2025 წლის ივლისში მოტივაციისა და ენერგიის...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი მიზანია, დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს’-მიხეილ სარჯველაძე

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენი მიზანია, რომ დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს პრობლემა და ამით უფრო მეტად მოითბოს ხელი, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის...

დაწვრილებითDetails

“კამერები და პირდაპირი ლაივ-ჩართვები ახალისებდა დამსწრეთა მიტინგურ საქციელს ” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

თუ ფიქრობთ, რომ იმდენად დაბალია თქვენ მიმართ ნდობა საზოგადოებაში, იქიდან რომ გამოხვალთ და სიტყვით მოყვებით რაღაცას, ამას ადამიანი არ ენდობა და მაინცდამაინც კამერით უნდა ჩაწეროთ რაღაცები, ეს ყოფილა თქვენი პრობლემა, -...

დაწვრილებითDetails

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

თურქეთში, ბურსაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც სტამბოლსა და იალოვაშიც იგრძნობოდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:47 საათზე მოხდა. ბიძგების...

დაწვრილებითDetails

ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ფულადი სანქციები იზრდება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
“საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის უფლება ექნებათ მხოლოდ ავტოსადგურებს”
მთავარი

იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული - აღნიშნული ქმედება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, თვითნებურად გადაკეთებულად მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება,...

დაწვრილებითDetails

ხუთმაგდება ჯარიმა იმ ქვეითებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევენ

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
ხუთმაგდება ჯარიმა იმ ქვეითებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევენ
მთავარი

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქვეითებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონის პროექტი, რომლის საფუძველზეც იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანა. კანონპროექტის ინიციატორები არიან არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით...

დაწვრილებითDetails

” საჭიროა სწრაფად მოქმედება, რადგან „ოცნება“ მედიის გაჩუმების მცდელობებს აჩქარებს” – IPI

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
” საჭიროა სწრაფად მოქმედება, რადგან „ოცნება“ მედიის გაჩუმების მცდელობებს აჩქარებს” – IPI
მთავარი

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც საქართველოში არსებული მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების სავალალო მდგომარეობაა, რეპრესიული კანონების შემოღებისა და პრესაზე მიმდინარე თავდასხმების ფონზე. IPI აცხადებს, რომ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"