ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში წუხელ გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა. თავდამსხმელები ერთ-ერთ ოჯახში ღამის 4 საათზე შეიჭრნენ, სადაც ასაკოვანი ქალი ამ ეტაპზე მარტო ცხოვრობს.
“კურიერის” ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქალს სცემეს და დააუთოეს. შს სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას 179-ე ყაჩაღობის მუხლით აწარმოებს. პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.