პედაგოგი შორენა გიორგაძე ახლა კლასის სიას კითხულობს. მართა გაკვეთილს ესწრება და ამჯერადაც თავის კუთვნულ პირველ მერხზე ზის. სიის ამოკითხვის პროცესს ყურადღებით უსმენს და პასუხსაც სხარტულად იძლევა. მართას დატვირთული გრაფიკი აქვს.
გაკვეთილების გარდა დროს ცურვას, მუსიკას, ცეკვასა და ჩოგბურთს უთმობს. ყველაფერი გადანაწილებული აქვს. დილით გაკვეთილებს იმეორებს, თავისუფალ დროს კი მეგობრებთან ერთად ეზოში თამაშობს.
კლასელებისგან არავის გამოარჩევს, ყველა თანაბრად უყვარს. მეგობრების მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა.
მართა აქტიურადაა ჩართული სხვადახვა ღონისძიებებში. დეტალურად ახსოვს სად და როდის რა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ძალიან უყვარს ქუთაისი. ამბობს, რომ მომავალში თავის განათლებას ამ ქალაქს მოახმარს.
საყვარელი, თბილი, მზრუნველი და მოუსვენარი – სწორედ ასე ახასიათებენ მართას მეგობრები. მართას მომავალში ქიმიკოსობა სურს და დიდი გეგმები აქვს.