ნიუ-იორკმა ვაქცინაციის ციფრული პასპორტი გამოუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ Forbes-ი ავრცელებს.
ნიუ-იორკის მერის განცხადებით, ციფრული აპლიკაცია Excelsior Pass-ი QR კოდის გამოყენებით აჩვენებს არის თუ არა ადამიანი სრულად ვაქცინირებული ან თუ ტესტირებაზე პასუხი ნეგატიურია.
Excelsior Pass-ი ხელმისაწვდომია როგორც iPhone-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციის მომხმარებლებს ეძლევათ QR კოდი, რომელსაც ისინი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.
მისი გამოყენება შესაძლებალია სპორტულ ან მუსიკალურ ღონისძიებაზე დასასწრებად, რესტორნებსა და სხვა ისეთ ადგილებში მისასვლელად, სადაც კოვიდის გამო შეკრების ლიმიტია დაწესებული