21 აპრილამდე გამარჯვებულმა კომპანიამ ნიკიტინის ქუჩაზე სკვერის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს. დოკუმენტაციის შედგენა 900 700 ლარი ჯდება, ხოლო რაც შეეხება სკვერის მოწყობის ღირებულებას ეს უკვე პროექტირების შემდეგ დადგინდება. მერიამ უკვე გაავრცელა ვიდეო თუ როგორი უნდა იყოს სკვერი , რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა.
”ვაწარმოებთ მერიის შესაბამის სამსახურთან მჭიდრო კოორდინაციას, რომ მართლაც ისეთი სკვერი მივიღოთ როგორიც ვაჩვენეთ მოსახლეობას, მცენარეების ჩანთვლით. მინდა გითხრათ რომ, თუ კარგად დავაკვირდებით პროექტს, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ, მცენარეების, მარადმწვანე ტალავერის ხარჯზე იქმნება ის ძალიან ლამაზი გარემო, რეალურად.ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მცენარეების როლი და ვიჭერთ თადარიგს რომ რაიმე არ მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული სკვერი იქნება ადაპტირებული, გვექნება სტანდარტების შესაბამისი პანდუსი. ამავე დროს გზას, რომელიც გავიყვანეთ, აქვს გვირაბი და ეტლით მოსარგებლე მისი გავლით მოხვდება სკვერში. ეს სკვერი ორნაწილიანი და ვფიქროთ ქუჩის მხატვრობით უნდა მოიხატოს კიბეებიც და გზის კედელიც.” – განაცხადა ააიპ არქიტექტურის ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა რუსუდან ჩინჩალაძემ.