ასეთ კომენტარს აფხაზეთის #5 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ბენდელიანი აკეთებს.
“მეგა ტვ”-ს წყარომ სკოლის სარდაფის მდგომარეობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა მიაწოდა. მასალაში კარგარდ ჩანდა რომ სარდაფი სავსე იყო ე.წ ბულბულატორებით ერთ-ერთ კადრში ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის განკუთვნილი ნემსიც დაფიქსირდა . აქვე ვხედავთ ქვაბს, რომლის დანიშნულებაც საეჭვოა. ის კი რომ ეს მდგომარეობა სკოლის სარდაფშია სიტუაციას დამდვილად არ ამარტივებს. წყაროს ცნობით საუბარი იყო #24 საჯარო სკოლაზე, თუმცა მოგვინებით “მეგა ტვ”-სათვის ცნობილი გახდა რომ საქმე აფხაზეთის #5 საჯარო სკოლის სარდაფს ეხება. ეს ორი სკოლა ერთ ეზოში მდებარეობს, შენობა კი რომელშიც აფხაზეთის #5 საჯარო სკოლაა განთავსებული # 24-ე საჯარო სკოლას ეკუთვნის და მის ბალანსზეა. ორივე სკოლის დირექტორი, ისე როგორც დარაჯი პოლიციის #3 განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. მოგვინებით მედიასთან კომენტარი აფხაზეთის #5 საჯარო სკოლის დირექტორმა ნატო ბენდელიანმა გააკეთა. გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს. რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღებას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 160 საათიდან 220 საათამდე.