LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა ცვლილებები ამოქმედდება აგვისტოდან

ნახეთ ცვლილებები, რომელიც დღეიდან საქართველოში ამოქმედდა

დაპოსტა 2025/09/01-ში
A A
1.2k
ნახვა
გაზიარება

საქართველოში, დღეიდან, 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან, რიგი მიმართულებებით ცვლილებები ამოქმედდება.

უმაღლეს სასწავლებლებში რიგი პროგრამებზე ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება

უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, რიგი პროგრამებისთვის ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები ძალაში 2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან შედის. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხება 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს.

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული სტუდენტისთვის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულოა“, – აღნიშნულია კანონში.

1-ლი სექტემბრიდან „აწარმოე საქართველოშის“ პროგრამებში ცვლილებები შედის

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობები.

უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები ეხება სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2 პროცენტული მაჩვენებლით იზრდება.

„თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა.

ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც. პროგრამას ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის:

კვების პროდუქტების წარმოება;სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია;სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა;მიკრომეწარმეობის პროგრამა ცვლილებები უკვე ძალაშია.ამასთან, უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილი ცვლილებები 1- ლი სექტემბრიდან შევა ძალაში“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი იწყება

2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით,სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.

„სტაჟიორად შეიძლება, მიღებულ იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA – 2.7-4.0). ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.

შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

თბილისში რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსება იწყება

თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსებას პირველი სექტემბრიდან იწყებს. მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.

„თბილისის მერია პირველი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს, რაც ძვირადღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი, შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ქმედუნარიანები ხდებიან და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მოქალაქე განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისის მუნიციპალიტეტში.

აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსული პასპორტების ადგილზე გაცემა იწყება

აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრები მოქალაქეები რუსულ პასპორტებს ადგილზევე 1-ლი სექტემბრიდან აიღებენ.

შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებლებს რუსული პასპორტების უშუალოდ ამ ტერიტორიებზე აღების საშუალებას აძლევს. ბრძანებულება ძალაში იმავე დღეს შევიდა და 2028 წლის 1-ელ აგვისტომდე იმოქმედებს. მთავრობას დოკუმენტების გაცემის პროცედურის განსაზღვრა დაევალა, რაც უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ მათი გაფორმების შესაძლებლობას უშუალოდ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიებზე ითვალისწინებს.

კრემლის ეს ნაბიჯი პუტინის მიერ 17 მაისს ხელმოწერილი წინა ბრძანებულების გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გამარტივდა. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად აღარ არის საჭირო მის ტერიტორიაზე ხუთწლიანი ცხოვრების, რუსული ენის, ისტორიისა და ძირითადი კანონების ცოდნის დადასტურება.

გაზიარება493

დაკავშირებული -პოსტები

სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2025
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველების უფასო ვაქცინაციას 6 დაავადების საწინააღმდეგოდ ატარებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა, მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის 3 მილიონ 319 ათასამდე უფასო ვაქცინაცია/რევაქცინაცია...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 სექტემბერს – ვალუტის კურსი

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6971 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035...

დაწვრილებითDetails

იტალიელი მოდის დიზაინერი ჯორჯო არმანი გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2025
0
იტალიელი მოდის დიზაინერი ჯორჯო არმანი გარდაიცვალა
მთავარი

იტალიელი მოდის დიზაინერი ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

თუ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუწყდება 51%-ი პასუხისმგებლობას ‘ქართულ ოცნებას’ დააკისრებს – CRRC

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2025
0
რა არის საჭირო რომ ევროპაში საშუალო ფენას მიეკუთვნებოდეთ
მთავარი

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებებს ეხება. კვლევის მიხედვით, თუკი ევროკავშირი მართლაც შეაჩერებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას, გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2025
0
თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული მამა და ორი შვილი სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით, 2 სექტემბერს დაკავებული მომიტინგეების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ხმაურია. ერთ-ერთმა პირმა სასამართლოს დერეფანში ფოტო გადაიღო, მას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები შენობას ატოვებინებდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა....

დაწვრილებითDetails

მანანა მენაბდე მახათას მთაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2025
0
ეს იყო ყველაზე ღირსეული შერკინება სიკვდილთან – განო მელითაური მანანა მენაბდეზე
მთავარი

მუსიკოსი და რეჟისორი, დიდი ხელოვანი მანანა მენაბდე უკანასკნელ გზაზე თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრიდან გააცილეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. მანანა მენაბდე მახათას მთაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

დაწვრილებითDetails

რა უპასუხა თბილისმა ევროკომისიას და რას ფიქრობენ ბრიუსელში

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2025
0
საქართველომ კვლავ უნდა განახორციელოს სასამართლო სისტემის ჰოლისტიკური და ეფექტური რეფორმა – ევროკომისიის ანგარიში
მთავარი

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ბრიუსელში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ ევროკომისიისათვის გაგზავნილი წერილი და შესაბამისი ანგარიში. მოკლედ რადიო თავისუფლება თბილისის მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილ პასუხს გაეცნო - საკითხი უვიზო მიმოსვლის ბედს ეხება....

დაწვრილებითDetails

“რით უნდა ვანუგეშოთ მშობლები, ახალგაზრდა ქვრივი მეუღლე და დაობლებული პატარა ბიჭი”- გარდაიცვალა ბიჭი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2025
0
“რით უნდა ვანუგეშოთ მშობლები, ახალგაზრდა ქვრივი მეუღლე და დაობლებული პატარა ბიჭი”-  გარდაიცვალა ბიჭი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა
მთავარი

ბიჭი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს. „წავიდა და გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი ბიჭი. დაილოცოს უფალო შენი განგება,  შენც კარგები გყვარებია. ნოკა, მოგიკვდეს მამიდა, შვილო, შემართებით ვარო, მეუბნებოდი... ეს რა...

დაწვრილებითDetails

ბრიუსელი ჟონავს – ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ბრიუსელი ჟონავს - ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში - ბრიუსელმა „რადიო თავისუფლება“ საკუთარ პროპაგანდისტულ მედიად აქცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი...

დაწვრილებითDetails

„google“ და „YouTube“ რამდენიმე ქვეყანაში გაითიშა, მათ შორის, საქართველოში

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2025
0
„google“ და „YouTube“ რამდენიმე ქვეყანაში გაითიშა, მათ შორის, საქართველოში
მთავარი

Google, Youtube, Gmail და კომპანიის სხვა სერვისები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, შეფერხებით მუშაობს. როგორც სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, ვერ ახერხებენ Gmail-ის ანგარიშზე შესვლას, ასევე Youtube-ისა და Google-ის გამოყენებას. დაზიანებების შესახებ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"