„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ კადრებს თელ-ავივის იზოლატორიდან, სადაც დეპორტაციის წინ საქართველოს მოქალაქეებს ათავსებენ.
ეს იზოლატორი ისრაელში წარუმატებელი ვიზიტით მყოფი უამრავი ქართველისთვის საკმაოდ ნაცნობი ადგილია.
იზოლატორის კელდები სხვადასხვა ქართული წარწერებით არის აჭრელებული, მათ შორის შეგხვდებათ ე.წ. ქურდული ლოზუნგებიც.
ირკვევა, აღნიშნულ საკანში ქართველების განთავსება საკმაოდ ხშირად ხდება. იზოლატორის კედლებზე შესაძლებელია ამოიკითხოთ, როგორც ქართული სახელები, ასევე წარწერა – „ქურდებს სიცოცხლე“.
ნახეთ ექსკლუზიური კადრები თელ-ავივის იზოლატორიდან.