შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელსაც უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება შემდგომი გასაღების მიზნით, ნაძალადევის რაიონში განათავსა.
სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, რ.ვ.-ის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული, „ალფა პვპ“- ს შემცველი ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული ჩართული იყო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. მან ნარკოტიკული საშუალება “ალფა-პვპ” სხვადასხვა ადგილზე განათავსა და მათი ადგილმდებარეობის ფოტოები გადაიღო.