”ჩვენ გადაგვაგდეს” – ქუთაისში აქცია-მსვლელობა გაიმართა. ”ჩატარდეს პროპორციული არჩევნები”, “არა ბიძინას გოშიებს! საქართველოს 37 სირცხვილი”, “ლორთქიფანიძე წყალი ცივი იყო! სირცხვილია!”, ”თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს!” – აქციაზე მონაწილეემა ამ ლოზუნგებით 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ან ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციას პოლიტიკოსები შეურთდნენ. მათი თქმით ბიძინა ივანიშვილის მმართველობას ხალხი მალე დაასრულებს.
მესხიშვილის თეატრის წინ 5 საათზე დაწყებული აქცია მოგვიანებით ქალაქის ქუჩებში მსვლელობით გაგრძელდა. ახალგაზრდები მოსახლეობას აქციაზე გამოსვლისკენ და პროტესტისკენ მოუწოდებდნენ.
როგორც მერიასთან აქციის მონაწილეებმა განაცხადეს ისინი ყველა სახელმწიფო უწყების პიკეტირებას მოახდენენ, რადგან ისინი ერთი ჯაჭვის ნაწილნი არიან. მათივე თქმით აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს და პროტესტი მანამდე გაგრძელდება სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. ისინი ასევე მერიის წინ კარვის გაშლასაც არ გამორიცხავენ.
არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით აქციები თბილისში მიმდინარეობს. გუშინ პროტესტანტები სპეცრაზმის წევრებმა წყლის ჩავლით დაშალეს. აქციის დროს 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი დაშავდა. რუსთაველის გამზირზე გუშინ 37 ადამიანი დააკავეს. აქციები კვლავ გრძელება.