გადაცემის ‘შუადღე ქუთაისში” სტუმარი გახლდათ მხატვარი ლადო თევდორაძე.
ბატონი ლადოს შემოქმდების დათვალიერება დღეიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში შეგიძლიათ. გადაცემაში ბატონმა ლადომ საკუთარ შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჩვენს შეკითხვაზე “უყვართ თუ არა ნამუშევრების გაჩუქება“? ბატონმა ლადომ გვიპასუხა:
“ნამუშევრევის გაჩუქება აღარ მიყვარს უკვე, არა იმიტომ რომ მენანება, მეორე საკითხია ის რომ დიდ ფასს მიხდიან. ნამუშევარი ფუფუნებაა, მე მთელი ჩემი ცხოვრება ამას გადავყევი, მეორე და მესამე ხარისხოვანია ფინანსური მდგომარეობა, მთავარია ჩემი ღირებულება. ქონება არის ნახატი და კარგი მხატვარი ვიყო, ამიტომ მას მე ვერ გავაუბრალოვებ., მით უმეტეს ამ ასაკში და თუ ვინმეს ძალიან უყვარს და საშუალება არა აქვს და გიჟდება ჩემს ნამუშევრებზე მე შემიძლია მას ვაჩუქო, მაგრამ ვინც საყიდლად მოდის და მეუბნება ძვირიაო, იმან საერთოდ მილიონი რომ მომცეს მაინც არ მივყიდი. თუ ადამიანს შია – მეპურე რომ ვიყო პურს მივცემ, ვაჩუქებ. უარი თუ ვთქვი ცუდი კაცი ვიქნები, ან მეწაღე რომ ვიყო ფეხსაცმელს ვაჩუქებ, ფეხზე თუ არ გაცვია , თუ გშია რა გენახატება , ისიც ჩემს ნაწვალებზე?”