ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამოხვანჰესის კაშხლის მშენებლობა რამდენიმე თვით გადაიდო და კომპანია ახლა საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.
“მსურს, მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს – ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანჰესის“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია – კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს”, – ამბობს ნათია თურნავა.
ეკონიმიკის მინისტრმა ასევე თქვა, რომ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ მოსახლეობას არ დაარწმუნებენ, ნამახვანჰესის უსაფრთხოებაში.
შეგახსენებთ, ნამოხვანთან რიონის მცველებს არ უშვებენ. აქცია ამ დროისათვის სოფელ გუმათთან მიმდინარეობს. ადგილზე დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული, შეყვანილია წყლის ჭავლის მანქანაც.