LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მწვანე ფერის პროდუქტის სარგებელი

მწვანე ფერის პროდუქტის სარგებელი

დაპოსტა 2020/03/30-ში
A A
328
ნახვა
გაზიარება

მწვანე  შეფერილობა იმ ხილსა და ბოსტნეულს აქვთ რომლებიც პიგმენტურ ნივთიერებას – ქლოროფილს შეიცავენ. ქლოროფილი მონაწილეობს ჟანგბადის, ვიტამინების და აზოტის ტრანსპორტირებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველი კვების დროს მცირე რაოდენობით მაინც ჩავრთოთ მწვანე ბოსტნეული,ასეთი პროდუქტები მდიდარია ისეთ ნივთიერებებით, როგორიცაა კაროტინოიდები, ზექსანტინი და ლუტეინი, ბეტა-კაროტინი, რკინა, კალციუმი და ფოლიუმის მჟავას მარილები.

მწვანე ფერის პროდუქტებში ბევრი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს, აფერხებს სიმსივნის განვითარებას და ანელებს დაბერების პროცესს.

მწვანე პროდუქტები:

ხილი – მწვანე ვაშლი, ავოკადო, ლაიმი (ლიმონის მონათესავე ციტრუსი), მწვანე ჯიშის მსხალი, მწვანე ყურძენი, კივი და სხვ.

ბოსტნეული – სატაცური, კომბოსტოს ბევრი სახეობა (ბრიუსელური, ბროკოლი და სხვ), ისპანახი, კიტრი, მწვანილი (ხახვი, ოხრახუში, ჭინჭარი და სხვ), ყაბაყი, მწვანე წიწაკა, ნიახური, სალათის ფურცლები, ყველა ფურცლოვანი ბოსტნეული, მწვანე ბარდა და სხვ.

მწვანე ხილ-ბოსტნეული, სასარგებლოა და ამავდროულად დაბალკალორიულია, რის გამოც ისინი დიეტის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, თუ წონაში დაკლება გსურთ. მეცნიერების აზრით, მათ უარყოფითი კალორიულობა ახასიათებთ, ანუ მათი გადამუშავებისას ორგანიზმი უფრო მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე იღებს მათი ჭამით. მაგალითად, კიტრს სულ რაღაც 14 კალორია აქვთ 100 გრამზე. მცენარეული ზეთით შეკმაზული კიტრის სალათი – შესანიშნავი დიეტური კერძია, ხოლო კიტრის განტვირთვის დღე კი ერთერთი ყველაზე ეფექტური და პოპულარული მეთოდია.

დაბალკალორიულ მწვანე ბოსტნეულს მიეკუთვნება სალათის ფურცლებიც. 100 გრამი სალათის ფურცლები 12 კალორიას შეიცავს. დაბალკალორიულია კომბოსტოც, 100 გრამი 26 კალორიას შეიცავს. კომბოსტო კარგად აქრობს შიმშილის გრძნობას და წმენდს კუჭ-ნაწლავს. დიეტურ პროდუქტებს მიეკუთვნებიან ასევე სატაცური და ისპანახი.

დიეტის დროს მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც ნელა აითვისება. რაც უფრო სწრაფად აითვისება პროდუქტი, მით მეტი ცხიმი გადაინახება ორგანიზმში. მწვანე ბოსტნეული არამარტო ნელა აითვისება, მათი გადამუშავებაც ნელა ხდება. ყველაფერი კი ხელსაყრელია დიეტის დროს.

მწვანე ბოსტეულის მიღება უმჯობესია ცოცხალი სახით, ისინი თერმული დამუშავების დროს კარგავენ სასარგებლო ნივთიერებების დიდ ნაწილს.

მწვანე პროდუქტების ერთერთი დიდი პლიუსი ეს დიდი რაოდენობით უჯერდისია, რომელიც არამარტო დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, არამედ ხელს უწყობს წონის დაკლებასაც. ამ მხრივ განსაკუთრებით კარგია – მწვანე ლობიო, ისპანახი, მწვანე ბარდა, ბროკოლი, კომბოსტო. ისინი წმენდენ ნაწლავებს და ორგანიზმიდან გამოდევნიან მავნე ნივთიერებებს. ასევე, მათი გამოყენება ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას.

დადასტურებულია, რომ მწვანე ბოსტნეული შესანიშნავი საშუალებაა ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებისათვის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესებისათვის. გარდა ამისა, ისინი ამცირებენ დიაბეტის რისკს. კვლევებმა აჩვენა, რომ კვებაში მწვანე პროდუქტების რეგულარული გამოყენებისას, შაქრის დიაბეტის დაავადებების რისკი 14%-ით შემცირდა.

მწვანე პროდუქტები ასევე ამცირებენ ორგანიზმზე ულტრაიისფერი სხივების ნეგატიურ მოქმედებას. მათი გამოყენებისას იზრდება თვალის დაცვის ფუნქცია, მცირდება სიბრმავის და კატარაქტის დაავადებების რისკი. ეს პროდუქტები აძლიერებენ იმუნურ სისტემას და გავლენას ახდენენ ერითროციტების გამომუშავებაზე. მწვანე პროდუქტები არა მარტო ფიზიკურ, არამედ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ახდენენ გავლენას. მწვანე ფერი ამაღლებს განწყობას და თრგუნავს დეპრესიას და სტრესს.

თეგები: მწვანე პროდუქტი
გაზიარება150

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტას განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7227 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანს ივლისში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვე იქნება, რადგანაც როგორც ასტროლოგები ამბობენ, მათ წინ არაერთი საინტერესო ცვლილება ელოდება: ტყუპები ტყუპები 2025 წლის ივლისში მოტივაციისა და ენერგიის...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი მიზანია, დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს’-მიხეილ სარჯველაძე

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენი მიზანია, რომ დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს პრობლემა და ამით უფრო მეტად მოითბოს ხელი, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის...

დაწვრილებითDetails

“კამერები და პირდაპირი ლაივ-ჩართვები ახალისებდა დამსწრეთა მიტინგურ საქციელს ” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

თუ ფიქრობთ, რომ იმდენად დაბალია თქვენ მიმართ ნდობა საზოგადოებაში, იქიდან რომ გამოხვალთ და სიტყვით მოყვებით რაღაცას, ამას ადამიანი არ ენდობა და მაინცდამაინც კამერით უნდა ჩაწეროთ რაღაცები, ეს ყოფილა თქვენი პრობლემა, -...

დაწვრილებითDetails

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

თურქეთში, ბურსაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც სტამბოლსა და იალოვაშიც იგრძნობოდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:47 საათზე მოხდა. ბიძგების...

დაწვრილებითDetails

ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ფულადი სანქციები იზრდება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
“საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის უფლება ექნებათ მხოლოდ ავტოსადგურებს”
მთავარი

იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული - აღნიშნული ქმედება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, თვითნებურად გადაკეთებულად მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება,...

დაწვრილებითDetails

ხუთმაგდება ჯარიმა იმ ქვეითებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევენ

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
ხუთმაგდება ჯარიმა იმ ქვეითებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევენ
მთავარი

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქვეითებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონის პროექტი, რომლის საფუძველზეც იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანა. კანონპროექტის ინიციატორები არიან არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით...

დაწვრილებითDetails

” საჭიროა სწრაფად მოქმედება, რადგან „ოცნება“ მედიის გაჩუმების მცდელობებს აჩქარებს” – IPI

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
” საჭიროა სწრაფად მოქმედება, რადგან „ოცნება“ მედიის გაჩუმების მცდელობებს აჩქარებს” – IPI
მთავარი

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც საქართველოში არსებული მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების სავალალო მდგომარეობაა, რეპრესიული კანონების შემოღებისა და პრესაზე მიმდინარე თავდასხმების ფონზე. IPI აცხადებს, რომ...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით, 1990 წელს...

დაწვრილებითDetails

მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება
მთავარი

მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისს საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ცვლილებები ხორციელდება როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში. მცირე ოდენობით კანაფის -...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"