თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს საავადმყოფოდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება, კლინიკაში მკურნალობას კი 88 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 99 პაციენტი, აქედან 88 არის ინფიცირებული შემთხვევა. ერთ პაციენტთან მოგვივიდა პროტოკოლის გათვალისწინებით, უარყოფითი შედეგი და ეწერება კლინიკიდან. რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი, აქედან 6 მართვით სუნთქვაზეა, 3 ნაზალურ სიპაპზეა, ასევე მძიმეა 3 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა,“ – განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე განმარტებით, ამჟამად 15-მდე პაციენტის ანალიზის პასუხს ელიან ლუგარის ლაბორატორიიდან, რომლებიც საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან.