საავიაციო ასოციაცია “ავიაკომუნიკატორის” პრეზიდენტი, თამუნა თანდაშვილი, კორონავირუსით გარდაცვილი 20 ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“54 არ არის ციფრი, მათ შორის გულის გასაგლეჯი ბიჭია. მშვიდობით ვახო, ვერ გადავრაზეთ რეანიმაციის კარიარ მაქვს სიტყვები” – წერს თანდაშვილი.
თამუნა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში თავადაც ებრძოდა კორონავირუსს.
ის სოციალურ ქსელში ხშირად წერდა მისი მდგომარეობის შესახებ, სახლში გაწერის შემდეგ კი “ფეისბუქში” 20 წლის ფეხბურთელის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც რეანიმაციაში სწორედ მისი გაწერისას შეიყვანეს.
“Nini Noghashvili. უნდა გამოგიტყდე.
შენ რომ გამომიგზავნე თავის გასამხიარულებელი, 20 წლის პაციენტს დავუტოვე! ახლა მას უფრო სჭირდება!
რეანიმაციაში მოიყვანეს, დიდი თვალებით. მოვეფერე, მოვუყევი რას გაივლის, სად არ უნდა შებორძიკდეს და გამაგრდეს!
ფეხბურთელია და გამარჯვების ჟინი ექნება!კოვიდ ომს მოიგებს, მასზე ყველა იზრუნებს.
გადაარჩინე და გადარჩები. ვიცრებით”, – წერდა თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში 12 დღის წინ.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანია.
20 წლის ფეხბურთელი სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით 12 დღის წინ, კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს