LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შალვა პაპუაშვილი

მტერ-მოყვარეები ხშირად ცდილობდნენ ქართველების დაბნევას-პაპუაშვილი

დაპოსტა 2024/05/26-ში
A A
12
ნახვა
გაზიარება

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – მრავალ თაობათა ნანატრ სიხარულს, ერთ მუშტად შეკრული ერის ნების გამოხატულებას და ქართული სულის ამოძახილს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს დღე საუკუნეების მანძილზე მტრებთან ბრძოლაში სისხლად დაღვრილი ძალისხმევის და მიწასთან დაუნებებელი ჭიდილის შედეგია.

მისი თქმით, ბრძოლა თავისუფლებისათვის არასდროს მთავრდება. მითუმეტეს მცირერიცხოვანი ერისთვის, რომელსაც ადგილსამყოფელად განგებამ უდიდეს ცივილიზაციათა გზაჯვარედინი არგუნა.

“დღევანდელი დღე განასახიერებს საქართველოს მოსახლეობის დაუოკებელ სწრაფვას საკუთარი მომავლის თავად განკარგვის უფლების მოსაპოვებლად, სხვა ერთა შორის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად და განვითარების უსაფრთხო გარემოს საბოლოოდ განსამტკიცებლად. ეს დღე საუკუნეების მანძილზე მტრებთან ბრძოლაში სისხლად დაღვრილი ძალისხმევის და მიწასთან დაუნებებელი ჭიდილის შედეგია. თუმცა ბრძოლა თავისუფლებისათვის არასდროს მთავრდება. მითუმეტეს ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის, რომელსაც ადგილსამყოფელად განგებამ უდიდეს ცივილიზაციათა გზაჯვარედინი არგუნა.

მტერ-მოყვარეები ხშირად ცდილობდნენ ქართველების დაბნევას, უცხო დროშაზე სწორებას და სხვა მზის დაფიცებას. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო. ყოველთვის, როცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობას საფრთხე ემუქრებოდა, ქართველში იღვიძებდა ათასწლეულების ისტორიულ ქარტეხილებში გამობრძმედილი უძველესი გენი და სიბრძნით განათებული გონი, რომელსაც ჩვენი ერი სამშვიდობოზე გაჰყავდა. ასე იყო წინათ, ასეა დღეს და ასე იქნება ხვალაც.

საქართველომ თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობით, ბრძოლით და ადამიანური ღირებულებებისადმი ერთგულებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის ქვეყანა, რომელსაც თავის გადასარჩენად არასდროს მოუსურვებია სხვა ერის ხალხთა სისხლისღვრა, არასდროს უცდია სხვის ხარჯზე საკუთარი ინტერესების წინ დაყენება და არასდროს უკადრებია სხვათა დაჩაგვრის გზით კეთილდღეობის მოპოვება. პირიქით, მეგობარ ერთა თავისუფლებისთვის ყოველთვის პირველი იმაღლებდა ხმას უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ. გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია დამოუკიდებლობის მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის, ისეთივე კეთილშობილურია, როგორც თავად მიზანი,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე მიმართა წვევამდელებს და აღნიშნა, რომ მათ უკან არის საქართველოს თითოეული მოქალაქისგან შემდგარი ლაშქარი.

“ჯარისკაცებო, თქვენ დღეს დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს დროშის წინაშე და შეკარით პირობა, რომ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობისა და მშვიდობის უპირველესი მცველები, დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცები. დღეს თითოეული თქვენგანი შეუერთდა ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ეროვნული სულის, შეუპოვრობისა და სიმამაცის პირდაპირი გამოხატულებაა. დღეს თქვენ ხართ ქუჯის და ფარნავაზის, მირიანის და გორგასლის, დავითის, თამარის და ერეკლეს ჯარი; მათი ათასწლოვანი მხედრული ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი. თქვენს უკან ჩვენი სამშობლოა და საქართველოს თითოეული მოქალაქისგან შემდგარი ლაშქარი. ჩვენ ყველას ერთი ეროვნული მისია გვაქვს: ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი სარწმუნოების დაცვა და განმტკიცება. ეს წმინდათაწმინდა მისიაა, რომელიც წინაპართაგან გადმოგვეცა და რომელსაც ვერასდროს ვერავინ ჩაგვინაცვლებს. ჩვენ არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა. მოყვარეს მუდამ მოყვრულად ვხვდებოდით, ხოლო მტრებისთვის „ავი მუსაიფები“ ვიყავით. ამ პრინციპით მოვედით დღემდე და ასე იქნება მომავალშიც.

რამდენადაც დამოუკიდებლობა არის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების წინაპირობა, იმდენად ისწრაფვის ჩვენი სამშობლო ევროპასა და მსოფლიო ერთობაში თანასწორი ადგილის დამკვიდრებისკენ.

ამ სულისკვეთებით იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში, სადაც ოქროს ასოებით ჩაწერეს ქართველი ჯარისკაცის სახელი; გასაჭირის ჟამს ყველგან და ყოველთვის წინა ხაზზე ძგერდა ქართული გული. ჩვენ იქ მივდიოდით გულით და არა ანგარებით, რწმენით და არა დავალებით, აქ ცოტანი – იქ ლამის ყველაზე ბევრი ვიყავით. საერთაშორისო მისიებში ჩვენი წვლილი გამორჩეული იყო, რადგან მსოფლიოს წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა არასდროს გაგვიზომავს ჩვენი ქვეყნის სიდიდით. ამიტომაც მოელის ქართველი ხალხი, რომ ჩვენდამი დამოკიდებულებაც იქნება არა ჩვენი ქვეყნის ზომით, არამედ ჩვენი ხალხის გულის სიდიდით განსაზღვრული. ქართველი ჯარისკაცის თავდადებასა და გაუტეხლობას ლეგენდებისა და მითების შექმნა არ სჭირდება, რადგან ამ უწყვეტი ისტორიის ფესვები ათასწლეულებს ითვლის – ღირსეულ მეფეთა ლაშქრებიდან მოყოლებული ჩვენ თვალწინ ჩადენილი საარაკო გმირობებით. ქედს ვიხრი ყველა ამ ქართველი გმირის წინაშე, რომელთა საგმირო საქმეები საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის საყრდენშია ჩაჭედილი.

ძვირფასო მეგობრებო, ეს დღე ჩვენია, საქართველოს თითოეული მოქალაქის, მათი, ვისაც გულწრფელად უყვარს ეს ქვეყანა განურჩევლად განსხვავებებისა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, თითოეული გულისცემა, რომელიც ამ ქვეყნისთვის ძგერს, ერთ დიდ ქართულ ერთობად არ ვაქციოთ. ამიტომაც მივმართავ ყველას, ამ ქვეყნის შვილებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს, ერსა და ბერს, დიდსა და პატარას, გავერთიანდეთ საქართველოსთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის, ხვალინდელი დღისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გაგვაჩნია.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართველ ჯარისკაცებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ოჯახებს და ქვეყნის ნამდვილ მეგობრებს. დიდება საქართველოს!

ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი!” , – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტას განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7227 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანს ივლისში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვე იქნება, რადგანაც როგორც ასტროლოგები ამბობენ, მათ წინ არაერთი საინტერესო ცვლილება ელოდება: ტყუპები ტყუპები 2025 წლის ივლისში მოტივაციისა და ენერგიის...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი მიზანია, დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს’-მიხეილ სარჯველაძე

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენი მიზანია, რომ დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს პრობლემა და ამით უფრო მეტად მოითბოს ხელი, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის...

დაწვრილებითDetails

“კამერები და პირდაპირი ლაივ-ჩართვები ახალისებდა დამსწრეთა მიტინგურ საქციელს ” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

თუ ფიქრობთ, რომ იმდენად დაბალია თქვენ მიმართ ნდობა საზოგადოებაში, იქიდან რომ გამოხვალთ და სიტყვით მოყვებით რაღაცას, ამას ადამიანი არ ენდობა და მაინცდამაინც კამერით უნდა ჩაწეროთ რაღაცები, ეს ყოფილა თქვენი პრობლემა, -...

დაწვრილებითDetails

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

თურქეთში, ბურსაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც სტამბოლსა და იალოვაშიც იგრძნობოდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:47 საათზე მოხდა. ბიძგების...

დაწვრილებითDetails

ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ფულადი სანქციები იზრდება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
“საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის უფლება ექნებათ მხოლოდ ავტოსადგურებს”
მთავარი

იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული - აღნიშნული ქმედება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, თვითნებურად გადაკეთებულად მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება,...

დაწვრილებითDetails

ხუთმაგდება ჯარიმა იმ ქვეითებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევენ

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
ხუთმაგდება ჯარიმა იმ ქვეითებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევენ
მთავარი

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქვეითებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონის პროექტი, რომლის საფუძველზეც იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანა. კანონპროექტის ინიციატორები არიან არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით...

დაწვრილებითDetails

” საჭიროა სწრაფად მოქმედება, რადგან „ოცნება“ მედიის გაჩუმების მცდელობებს აჩქარებს” – IPI

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
” საჭიროა სწრაფად მოქმედება, რადგან „ოცნება“ მედიის გაჩუმების მცდელობებს აჩქარებს” – IPI
მთავარი

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც საქართველოში არსებული მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების სავალალო მდგომარეობაა, რეპრესიული კანონების შემოღებისა და პრესაზე მიმდინარე თავდასხმების ფონზე. IPI აცხადებს, რომ...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით, 1990 წელს...

დაწვრილებითDetails

მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება
მთავარი

მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისს საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ცვლილებები ხორციელდება როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში. მცირე ოდენობით კანაფის -...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"