მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა ყველას მოუწოდა ვაქიცინაციისკენ. მან თქვა, რომ არაგონივრულია შიში ვაქცინის მიმართა.
“მე კვლავ მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ წავიდნენ და გაიკეთონ ვაქცინა. რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო სერიოზული საფრთხე, რომელიც გამოიწვევს სიკვდილს”, – განაცხადა პატრიარქმა.
ბართლომეოსმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ ეკლესია, რელიგია, მსოფლიო საპატრიარქო პატივს ცემს მეცნიერებას და სამეცნიერო აღმოჩენებს. პატრიარქის თქმით, სიცოცხლე განუყოფელია მისგან.