ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დიდწილად არის დამოკიდებული მასში მცხოვრები ადამიანების წარმატება, კეთილდღეობა და წინსვლა. მსოფლიოში განვითარებულ ქვეყნებთან ერთად არსებობენ ისეთებიც, რომელთა ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების დონე შემაშფოთებელია.
წარმოგიდგენთ ყველაზე ღარიბი ქვეყნების ხუთეულს
ნიგერია – სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. დასავლეთით ესაზღვრება ბენინი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ჩადი და აღმოსავლეთით კამერუნი. მისი სამხრეთ სანაპირო ზოლი გადის გვინეის ყურეზე, ატლანტის ოკეანეში. ნიგერია მოიცავს 36 შტატს და მისი დედაქალაქი არის აბუჯა. ნიგერია ოფიციალურად დემოკრატიულ-სეკულარულ ქვეყნად მიიჩნევა. ნიგერია ხშირად მოხსენებულია, როგორც “აფრიკის გიგანტი“, მისი უზარმაზარი მოსახლეობიდან გამომდინარე.დაახლოებით 184 მილიონი მკვიდრით ნიგერია არის აფრიკის კონტინენტზე ყველაზე მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყანა და მოსახლეობის სიმრავლის მხრივ მსოფლიო რეიტინგებში მე-7 ადგილს იკავებს. ნიგერია არის ქვეყანა, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ახალგაზრდა მოსახლეობა ცხოვრობს. 2020 წლის მონაცემებით მშპ 1 სულ მოსახლეზე 990$ ია გარდა იმისა, რომ ნიგერია მსოფლიოს ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანაა, ის ასევე ყველაზე განუვითარებელია უამრავ დარგსა თუ სფეროში. აქ ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მოსახლეობის უმრავლესობა კი სრულ სიღატაკეში ცხოვრობს.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში მდებარეობს.. ჩრდილოეთით ესაზღვრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სამხრეთ სუდანს, აღმოსავლეთით უგანდას და ტანზანიას, სამხრეთით ზამბიასა და ანგოლას, დასავლეთით კი კონგოს რესპუბლიკას.. 2014 წლიდან იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უღარიბესი ქვეყანაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევების თანახმად. ქვეყანას აქვს ზღვაზე გასასვლელი 40 კმ-ანი სიგანის ვიწრო ყელი მდინარე კონგოს გასწვრივ გვინეის ყურეში. სახელწოდება „კონგო“ (ნიშნავს მონადირეს) მომდინარეობს კონგოს ეთნიკური მოსახლეობიდან, რომელიც მდინარე კონგოს აუზში სახლობს. კონგო 77 მილიონი მაცხოვრებლით სიდიდით მეორე ქვეყანაა აფრიკაში. მიუხედავად ბუნებრივი რესურსებისა, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო უამრავი ადამიანი უმუშევარია, შედეგად კი ქვეყანაში სიღარიბე მძვინვარებს. ერთ სულ მოსახლეზე მშპ აქ 870$ ია
ბურუნდი – ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა ცენტრალურ აფრიკაში. დედაქალაქი — გიტეგა. ქვეყანას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება — რუანდა, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან — ტანზანია, ხოლო დასავლეთიდან — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 11 მილიონ ადამიანს[ 2019 წლის მონაცემებით. ყველაზე დიდი ქალაქი და ქვეყნის ყოფილი დედაქლაქი არის ბუჟუმბურა სადაც 2010 წლის მონაცემებით 521,316 ადამიანი ცხოვრობს. ბურუნდი ყველაზე ღარიბთა შორის მესამე ადგილზეა. ქვეყანა ცდილობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მაგრამ ხვნა-თესვისათვის ვარგისი მიწა ამ ქვეყანაში ძალიან ცოტაა. სიღარიბის მაჩვენებელი 67%-ია. მშპ 1 სულზე კი 770$
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში მდებარეობს . აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სუდანი და სამხრეთი სუდანი, სამხრეთიდან – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ,დასავლეთიდან – კამერუნი, ჩრდილოეთიდან კი ჩადი. ფართობი – 622 984 კმ². მოსახლეობა 2009 წლის მონაცემებით – 4 422 000 კაცი . დედაქალაქი – ბანგი. ცენტრალური აფრიკის ამ სახელმწიფოშიც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. მიუხედავად ძვირფასი ბუნებრივი რესურსებისა, პრობლემას არაეფექტური და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა ქმნის. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტურიზმზე უარყოფითად იმოქმედა მისმა უკანასკნელმა ბუნდოვანმა ისტორიამ და მეზობელ ქვეყნებში საომარმა მოქმედებებმა.ქვეყნაში უსაფრთხოება არასტაბილურია, განსაკუთრებით ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით.[34] 2007 და 2008 წლებში აშშ-მა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოგზაურებისთვის გამოსცა გაფრთხილება ბანდიტების, აჯანყებულთა შეიარაღებული რაზმებისა და ბრაკონიერების შესახებ, განსაკუთრებით დედაქალაქ ბანგიდან დაშორებით. ქვეყნის ხელისუფლებას არ შეუძლია ტურისტების უსაფრთხოების დაცვა. 2007 წლის აპრილში, ქალაქ ნდელესთან შორიახლოს, ნადირობის დროს მოკლეს ერთი ფრანგი მონადირე და სხვა სამი ადამიანი დაიჭრა.ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას არა აქვს ზღვაზე და შორეულ ქვეყნებში გასასვლელი და ჰაერიდან მწირი მიუწვდომლობის გამო აქ მოხვედრა ძვირი ჯდება.ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია ბანგის მპოკოს საერთაშორისო აეროპორტი. ქვეყანაში სამოგზაუროდ ღირსშესანიშნავი ადგილია ქალაქ ბოალიში მდებარე ჩანჩქერი, სიმაღლით 50 მეტრი.
ლიბერია – ოფიციალურად ლიბერიის რესპუბლიკა დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. დედაქალაქი მონროვია. ლიბერიას დასავლეთით ესაზღვრება სიერა-ლეონე, ჩრდილოეთით გვინეა, აღმოსავლეთით კი კოტ-დ’ივუარი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 111 369 კმ², მოსახლეობა კი დაახლოებით ოთხ მილიონ ადამიანს. ლიბერიის ოფიციალური ენა არის ინგლისური, თუმცა ინგლისურის გარდა კიდევ ოცდაათამდე ადგილობრივ ენაზე საუბრობენ. ლიბერია 2020 წლის მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე ღარიბი ქვეყანააა მშპ აქ 710$ ია ერთ სულ მოსახლეზე. 2014 წლის მარტში ქვეყანაში ებოლას ვირუსის გავრცელება დაიწყო რომელიც ოფიციალურად დამარცხებულად 2015 წლის 8 მარტს გამოცხადდა ქვეყანაში მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი, საომარმა მდგომარეობამ, რომელშიც ეს ქვეყანა 14 წლის განმავლობაში იყო, სავალალო შედეგები გამოიწვია. ჩამოიშალა ეკონომიკა და დღეს ლიბერიაში მოსახლეობის 85% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.