მიუხედავად გერმანიაში არსებული რთული ვითარებისა მიულერების ოჯახმა ქველმოქმედებისათის დრო და საშუალება ამჯერადაც გამოძებნა. გერჰარდ მიულერმა, ქალაქ ვადერნის მოსახლეობასთან ერთად ქუთაისში სოციალურდ დაუცველი ოჯახების დასახმარებლდა თანხა შეაგროვა. ადგილზე ჰუმანიტარული ტვირთის შეძენა და მათი დარიგება კი ქართულ-გერმანულმა ცენტრმა უზრუნველყო . აქციის ფარგლებში სხვადასხვა სახის პროდუქტი და ჰიგიენური ნივთები 265 ოჯახს გადაეცა , მათ შორის იმ 45 ოჯახსაც , რომელიც უკვე წლებია ქართულ გერმანული ცენტრისა და მათი უცხოელი ქველმოქმედი მეგობრებისგან დახმარებას იღებენ.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე პატიმრობაში დატოვეს
დღეს პატიმრობაში დატოვეს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძეც (შანო). დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი დადგა, ადვოკატი 30 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა. შანიძეს...